ლუის ენრიკე: "რომასთან" ხავიერ მასკერანო დაგვაკლდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, რომელსაც კატალონიელები იტალიური "რომას" წინააღმდეგ გამართავენ, გუნდს ხავიერ მასკერანო გამოაკლდება.

31 წლის არგენტინელმა შაბათს გამართულ "ელ კლასიკოში" მიიღო დაზიანება და მოედანი ნაადრევად დატოვა.

"მასკერანოს თეძოს ტრავმა აქვს. გარისკვა არ გვსურს, ამიტომ "რომასთან" გასამართ შეხვედრაში ის გუნდს არ ეყოლება", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა"-"რომას" მატჩი დღეს, 24 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული