31 წლის არგენტინელმა შაბათს გამართულ "ელ კლასიკოში" მიიღო დაზიანება და მოედანი ნაადრევად დატოვა.
"მასკერანოს თეძოს ტრავმა აქვს. გარისკვა არ გვსურს, ამიტომ "რომასთან" გასამართ შეხვედრაში ის გუნდს არ ეყოლება", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა"-"რომას" მატჩი დღეს, 24 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.