"ბარსელონას" სერხი რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას სერხი რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

"ბარსელონას" პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბარტომეუს სერხი რობერტოს გამოსასყიდი თანხა, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, ეცოტავება. პრეზიდენტს არ სურს რობერტოს შემთხვევაშიც ტიაგო ალკანტარას ისტორია განმეორდეს, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" კონტრაქტში დაწერილი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

კატალონიელები მზად არიან ფეხბურთელს ხელფასი 1,5 მილიონი ევროდან 2 მილიონამდე გაუზარდონ, ამასთანავე გაზარდონ გამოსასყიდი თანხა. ახალი კონტრაქტი 2019 წლამდე იქნება გათვლილი, მაგრამ პრიორიტეტს "ბარსელონას" ხელმძღვანელობისთვის სწორედ გამოსასყიდი თანხა წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული