ლეო მესიმ მე-600 მატჩი ითამაშა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებების მაისურით და "რეალ სოსიედადთან" თამაშის მიწურულს თავიც გამოიჩინა - "ბარსამ" 4:0 მოიგო და ლიდერობს. ნეიმარმა დუბლი შეასრულა, ხოლო ლუის სუარესმა ბასკთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
მადრიდში "ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანის გოლით დაამარცხა "ესპანიოლი" და კვლავ მეორე ადგილზეა.
ანდალუსიური დერბი "მალაგასა" და "გრანადას" შორის 2:2 დასრულდა, არადა, "მალაგა" 2:0-ს იგებდა, მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ბარსელონა-სოსიედადი
გოლები: 1:0 ნეიმარი (22), 2:0 სუარესი (41), 3:0 ნეიმარი (53), 4:0 მესი (91)
ატლეტიკო-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (3)
მალაგა-გრანადა 2:2
გოლები: 1:0 შარლესი (45), 2:0 ფორნალსი (57), 2:1 ელ არაბი (83), 2:2 როჩინა (86)
გაძევება: ტისონე (53. მალაგა)
ლას პალმასი-დეპორტივო 0:2
სელტა-სპორტინგი 2:1
1. ბარსელონა - 33 ქულა; 2. ატლეტიკო - 29; 3. რეალი - 24; 4. სელტა - 24; 5. ვილიარეალი - 21.