"ვალენსიას" მთავარ მწვრთნელად გარი ნევილი დაინიშნა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი დაინიშნა.

კონტრაქტი ინგლისელ საფეხბურთო ექსპერტთან ამ სეზონის ბოლომდე გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ "სევილიასთან" 0:1 მარცხის მერე "ვალენსიას" პორტუგალიელმა თავკაცმა ნუნუ ესპირიტუ სანტუმ გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

გარი ნევილი მუშაობას 6 დეკემბერს იწყებს და გუნდს "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოამზადებს, რომელიც 9 დეკემბერს "მესტალიაზე" გაიმართება.

მანამდე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩისთვის (5 დეკემბერს, "ბარსელონას" წინააღმდეგ) გუნდს ვორო და ფილ ნევილი მოამზადებენ. ფილ ნევილი ძმის სამწვრთნელო შტაბშიც იმუშავებს.

"აღფრთოვანებული
ვარ, რომ "ვალენსიაში" შანსი მომეცა. ეს უდიდესი კლუბია, ფანტასტიკური რეპუტაციით. როცა ფეხბურთელი ვიყავი, იმ დროიდან ვიცი, როგორი ერთგული გულშემატკივრები ჰყავს "ვალენსიას". ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას და მზად ვარ გამოწვევისთვის", - განაცხადა გარი ნევილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საიდან მოიტანეს(მოიყვანეს) ნევილი?! ძაან უაზრო გადაწყვეტილება მგონია
levan
17:58 02-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული