ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, 10 დეკემბერს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრეტი პრესკონფერენციას ჩაატარებს, რომელიც სკანდალში გახვეულ ფეხბურთელების საკითხს დაეთმობა. დიდი ალბათობით, ბენზემას ნაკრებიდან მოკვეთის შესახებ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინიციატივით რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრიც წარდგა.
5 ნოემბერს ბენზემას ნაკრებში მისი თანაგუნდელის, მატიო ვალბუენას შანტაჟში დასდეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ფეხბურთელს ინტიმური ხასიათის პირადი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ,