* იან ობლაკი მიჯრით 4 ტურია, ლა ლიგაში "ატლეტიკოს" კარს მშრალად ინახავს.
* ნეიმარი ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე პრიმერაში, რომელსაც დრიბლინგის 100-ზე მეტი მცდელობა აქვს. 119 ცდიდან ბრაზილიელმა 56 წარმატებით დაასრულა.
* ბოლო 7 მატჩია, ლუის სუარესს გოლი გააქვს (ჯამში 10 ბურთი).
* პაკო ალკასერი ამ სეზონში "ვალენსიას" ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელია. მან ყველაზე მეტ (9) გოლში მიიღო მონაწილეობა "ღამურების" რიგებში - 6 თავად შეაგდო, სამიც თავისიანებს გაატანინა.
* ამ სეზონში
* იმანოლ აგირეჩემ მორიგი დუბლი გაახერხა და ახლა იგი საუკეთესო ბომბარდირია ესპანელებს შორის. იგი ამჟამინდელ "პიჩიჩის", ნეიმარს 3 ბურთით ჩამორჩება, ხოლო ლუის სუარესს - ორით.
* რობერტო სოლდადო შეიძლება იდეალურ ფორმაში არ არის და ბევრი გოლი ამჟამად ვერ გააქვს, მაგრამ მან უკვე 5-ჯერ გაუწია ასისტენტობა თანაგუნდელებს და სათქმელია, რომ ლა ლიგის ერთ სეზონში მას ამაზე მეტი საგოლე პასი აქამდე არასოდეს გაუკეთებია.
* "ვილიარეალს" თავისი გოლების 78% მეორე ტაიმში აქვს გატანილი, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია სხვა გუნდებთან შედარებით.
* მხოლოდ მეორე ნახევარში გატანილი გოლები რომ დავთვალოთ, ბომბარდირთა დავაში ასეთ სურათს მივიღებთ - ნეიმარი (10), ლუის სუარესი (8), სედრიკ ბაკამბუ (6), არიც ადურისი (6).
* ალენ ჰალილოვიჩს მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 28 დარტყმა უგროვდება, რაც სულ ცოტა, 13-ით მეტია ხიხონის "სპორტინგის" სხვა ფეხბურთელებზე.
* ამჟამად ლა ლიგაში თავით ყველაზე მეტი, კერძოდ კი, 3-3 გოლი შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ გატანილი - ანტონიო სანაბრია, ქარიმ ბენზემა, აგირეჩე, ლორენტე და ადურისი.
* სანაბრია "ხიხონის" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ჰეთ თრიკი შეასრულა 2008 წლის მერე. მაშინ ეს მატე ბილიჩმა შეძლო.
* სანაბრია, ამავდროულად, წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე ახალგაზრდა (19 წლის და 277 დღის) მოთამაშე გახდა, ვინც მიმდინარე სეზონში ჰეთ თრიკი გაახერხა.
* ხიხონელებმა "ლას პალმასს" მოუგეს, რომელმაც ბოლო 20 წუთი 10 კაცით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ბურთის ფლობა კანარულ გუნდს 67% ჰქონდა. ეს სეზონში ამ კლუბის საუკეთესო შედეგია.
* "მალაგამ" "სან მამესზე" არ წააგო, მაგრამ ვერც მოიგო (0:0). ფრე გასაკვირი შედეგი არ არის, რადგან მალაგელები ყველაზე ხშირად სწორედ ბასკებს უზავდებიან პრიმერაში. ანდალუსიელებს უკვე 6 საგარეო შეხვედრაა არ გაუტანიათ, რაც უმაღლეს ლიგაში "მალაგას" ყველაზე ცუდი შედეგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"