მოურინიო: "ოსასუნამ" მოგება დაიმსახურა

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრიმერადივიზიონის 21-ე ტურში "ოსასუნასთან" (0:1) დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქემ სამი ქულა დაიმსახურა. ამასთან, პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ თავის გუნდს ვერაფერში დაადანაშაულებს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ასე დამარცხებას არ ვიმსახურებდით, თუმცა ამავე დროს, მეტოქემ მოგება დაიმსახურა. ისინი იბრძოდნენ და თავიანთი შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდნენ.

არბიტრმა შესანიშნავად იმსაჯა. ჩემმა ფეხბურთელებმაც შეხვედრა ღირსეულად ჩაატარეს და მათ ვერაფერში დავადანაშაულებ. ხოლო რაც შეეხება "ბარსელონასთან" ჩამორჩენას, აქ უკვე საქმე გაცილებით რთულადაა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მიყვარს, როდესაც ჩემი გუნდი არ იბრძვის და
მეტოქეს გამარჯვებას ჩუქნის. მაგრამ ახლა იმ გუნდთან წავაგეთ, რომელმაც მოედანზე ყველაფერი დატოვა, თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მოქმედებდა."


მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული