მადრიდის "რეალს" მესუთ იოზილის დაბრუნება სურს

AutoSharing Option
მადრიდის  ლონდონის "არსენალიდან" მესუთ იოზილის დაბრუნება სურს.

ინფორმაციას ამის შესახებ Don Balon ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელებს ხამეს როდრიგესის შემცვლელის პოვნა სურთ, რომელმაც შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს. 27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონელებთან 2018 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

იოზილი "რეალის" ღირსებას 2010-დან 2013 წლამდე იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული