ლა ლიგა. XVI ტური: გარი ნევილის "ვალენსიამ" კვლავ ვერ მოიგო

AutoSharing Option
19 დეკემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

გარი ნევილს ლა ლიგაში ჯერ მოგება არა აქვს, "ხეტაფესთან" შეხვედრაში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა, სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ჯერ პაკო ალკასერმა, შემდეგ კი სანტი მინამ გაათანაბრეს - 2:2.

ბრძოლებით და შეხლა-შემოხლებით დახუნძლული, მაგრამ არცთუ თვალსასეირო გამოდგა სევილიური დერბი "ბეტისსა" და "სევილიას" შორის - 0:0.

"დეპორტივომ" "ეიბარი" იმის მიუხედავად დაამარცხა, რომ მეორე ტაიმში 10 კაცის ამარა დარჩა - 2:0. სეზონში მე-12 გოლი გაიტანა ლუკას პერესმა, მან პენალტი გამოიყენა.

ვალენსია-ხეტაფე 2:2
გოლები: 0:1 სარაბია (10), 1:1 პ. ალკასერი (15), 1:2 ლაფიტა (22), 2:2 მინა (35)

ესპანიოლი-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 კაისედო (67)

ბეტისი-სევილია 0:0

დეპორტივო-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 ლ. პერესი (41-პენ), 2:0 არიბასი (73)
გაძევება: ლუიზინიო (68. დეპორტივო)

1. ბარსელონა - 35 ქულა; 2. ატლეტიკო - 35; 3. რეალი - 30; 4. სელტა - 28; 5. ვილიარეალი - 27.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული