"რეალი"? მეხუმრებით? - ფაბიო კაპელომ მადრიდში დაბრუნება უარყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კლუბში დაბრუნება უარყო.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმი შესახებ, რომ "სამეფო გუნდის" ხელმძღვანელობა ფაბიო კაპელოსა და ანტონიო კონტეს რაფაელ ბენიტესის შემცვლელად განიხილავს.

"მადრიდის "რეალის" გაწვრთნა? მეხუმრებით? არა, არა, გმადლობთ, ახალ წელს გილოცავთ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც კი არ მსურს იმიტომ, რომ ის ხუმრობას ჰგავს", - თქვა კაპელომ.

კაპელომ "რეალი" 1996/97 და 2006/07 სეზონებში გაწვრთნა. ორივე სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას თუ კიდე მწვრთნელობის მუღამი აქვს... რაღა უნდა, წავიდეს დაისვენოს :)
levan
12:46 26-12-2015
0
კაპელო თუ აზრზე იყოს, თავი მოჭერით ვინც გინდათ !
საბერძნეთი
14:00 26-12-2015
0

სიახლეები პოპულარული