პერესის ულტიმატუმი "განსაკუთრებულს"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს "ოსასუნასთან" წაგებამ, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აუვსო და "სამეფო კლუბის" თავკაც ჟოზე მოურინიოს ულტიმატუმი წაუყენა: "განსაკუთრებულმა" კლუბს მიმდინარე სეზონში ან პრიმერადივიზიონი უნდა მოაგებინოს ან ჩემპიონთა ლიგა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის პოსტს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ პრიმერას სატურნირო ცხრილში "რეალი" "ბარსელონას" 7 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი მისთვის უხერხული მეტოქე "ლიონი" ელოდება.


მომზადებულია donbalon.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალი გუნდი კი არა საცირკოო დასია :))
irakli
18:45 01-02-2011
0
სტატიის ავტორს ვურჩევ მიაწეროს რომ donbalon.com არის კატალონიური გამოცემა! ასე რომ "გონივრული ეჭვი" არსებობს იმისა რომ ეს ყველაფერი ტყუილია და პროვოკაციას ემსახურება!
0

სიახლეები პოპულარული