მარკო მატერაცი: ბენიტესის გათავისუფლება ვიწინასწარმეტყველე

AutoSharing Option
მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, მადრიდის "რეალიდან" ახლახან დათხოვნილი რაფაელ ბენიტესის წინააღმდეგ გაელაშქრა.

ბენიტესი "ინბტერს" 2010/11 წლების სეზონის პირველ ნახევარში წვრთნიდა. სწორედ მაშინ დაკარგა მატერაციმ მილანური გუნდის ძირითადში საბოლოოდ ადგილი. მოგვიანებით მარკო არაერთგზის გამოირჩა ესპანელი სპეციალისტისადმი მწარე გამონათქვამებით.

"ბენიტესის გათავისუფლება ვიწინასწარმეტყველე. სულ ორიოდე დღე შემეშალა. შესაძლოა, თქვენ საუკეთესო იყოთ მსოფლიოში, მაგრამ შორს ვერ გაფრინდებით, თუკი მოთამაშეებთან კავშირი არ გაქვთ. წარმატებას ვერაფრით მიაღწევთ, თუკი ადამიანებთან ურთიერთობა გიჭირთ.

"რეალი" - რთული კლუბია, სადაც მხოლოდ
პრეზიდენტის მხარდაჭერა საკმარისი არაა. ბენიტესი არასდროს იცვლება და მას ყველგან ერთი და იგივე პრობლემები ექმნება.

იმის ნაცვლად, რომ კრიშტიანო რონალდოსთან ურთიერთობა მოეწესრიგებინა, ის გარეთ ბეილთან დაახლოებას შეეცადა. "ინტერში" თუ ხავიერ ძანეტის, ესტებან კამბიასოსა და ივან კორდობას სწყალობდა, სამაგიეროდ, კრისტიან კივუს სრულებით უგულებელყოფდა.

"რეალს" ან ზინედინ ზიდანი უნდა მიეწვია, ან კარლო ანჩელოტი დაებრუნებინა. სხვა ვარიანტი არ იყო. ზიდანი ძლიერი პიროვნებაა, რომელსაც გუნდთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მაგრამ იოლი ცხოვრების მოლოდინი მას არ უნდა ჰქონდეს. ასეთ დიად ფეხბურთელსაც კი ორი-სამი მატჩის შემდეგ შეუფასებენ საქმიანობას", - აქვეყნებს მატერაცის ნათქვამს Goal.com.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზიდანზე რო კაი ძმაკაცივით ლაპარაკობს ეს ინდაურისტვინა
beqa
16:43 06-01-2016
0

სიახლეები პოპულარული