ესპანეთის თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: მესის დუბლი, ნეგრედოს ჰეთ თრიქი [VIDEO]

AutoSharing Option
6 იანვარს, ესპანეთის თასის გათამაშების 1/8-ფინალის პირველი მატჩები ექვს წყვილში გაიმართა.

"ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ესპანიოლი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა ფელიპე კაისედოს გოლით კი გახსნეს, მაგრამ შემდეგ ჯერ ლიონელ მესიმ შეასრულა დუბლი, მეორე ტაიმში კი თითო გოლი ჟერარ პიკემ და ნეიმარმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ "ესპანიოლმა" მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბილბაოში იყოჩაღა "ატლეტიკმა", რომელმაც ორბურთიანი სხვაობით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბოლოოდ, "ვილიარეალს" ანგ
არიშით 3:2 მოუგო.

სტუმრად ორი უპასუხო გოლი გაუტანა "სევილიამ" "ბეტისს", ხოლო "ვალენსიამ" შინ "გრანადა" არ დაინდო - 4:0. ამ მატჩში ჰეთ თრიქი ნეგრედომ შეასრულა.

ფრედ, 1:1 დასრულდა "რაიო ვალეკანო"-"ატლეტიკოსა" და "მირანდესი"-"დეპორტივოს" შეხვედრები.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღეს, 7 იანვარს, თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩებს "ეიბარი"-"ლას პალმასი" და "კადისი"-"სელტა" გამართავენ.

ესპანეთის თასი. 1/8-ფინალი. პირველი მატჩები
ბარსელონა-ესპანიოლი 4:1
გოლები: 0:1 კაისედო (9), 1:1, 2:1 მესი (13, 44), 3:1 პიკე (49), 4:1 ნეიმარი (88).
გაძევება: პერესი (72), დიოპი (75).

ატლეტიკი-ვილიარეალი 3:2
გოლები: 0:1 ბაპტისტაუ (16), 0:2 სამუ (38), 1:2 უილიამსი (54), 2:2 ადურისი (68), 3:2 ლაპორტი (3:2)
გაძევება: გასპარი (87).

ვალენსია-გრანადა 4:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (8), 2:0 როდრიგო (35), 3:0, 4:0 ნეგრედო (63, 83 პენ).

რაიო ვალეკანო-ატლეტიკო 1:1
გოლები: 1:0 ნაჩო (35), 1:1 საული (67).

მირანდესი-დეპორტივო 1:1
გოლები: 1:0 ორტისი (25), 1:1 ლოპო (75).

ბეტისი-სევილია 0:2
გოლები: 0:1 კრონ-დელი (13), 0:2 კრიხოვიაკი (49).
გაცუდებული პენალტი: კასტრო (82)
გაძევება: ნ'დიაიე (86).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული