ლუის ენრიკეს პედრო როდრიგესის "ბარსელონაში" დაბრუნება არ სურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უარი თქვა გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, პედრო როდრიგესის დაბრუნების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Sport-ი წერს.

როგორც ირკვევა, კატალონიელთა თავკაცს უფრო "სელტას" ფორვარდ ნოლიტოს შეძენა სურს. მის გარდა, "ბარსელონას" რიგები, შესაძლოა, "ვილიარეალის" ნახევარმცველმა დენის სუარესმაც შეავსოს.

პედრომ "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში დატოვა და ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა, რათა მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა. მას კარგად ესმოდა, რომ ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის ტრიოს კონკურენციას ვერ გაუწევდა.

პედრომ ინგლისის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული