ლა ლიგა. XX ტურის წინ: მეორე წრეზე მივდივართ

AutoSharing Option
ლა ლიგის ლიდერი "ატლეტიკო" კანარის კუნძულებზე ჩადის, პოტენციურ ლიდერ "ბარსელონას" კი ტურის ცენტრალური მატჩი აქვს "კამპ ნოუზე" ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ.

ზინედინ ზიდანს ჯერჯერობით კალენდარი წყალობს, "რეალი" ისევ შინ ითამაშებს ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ. ტურში კიდევ ერთი საინტერესო მატჩია ანდალუსიური დერბი "სევილიასა" და "მალაგას" შორის.

ოქროები "კამპ ნოუზე"
"ბარსელონამ" 6 შესაძლებელიდან 5 ტიტული მოიგო 2015 წელს, ის ერთი, სადაც ფეხი დაუცდა ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაა, მიზეზი კი ბილბაოს "ატლეტიკია". ახლა "ბარსამ" შური უნდა იძიოს. ბასკები ცუდ დროს ჩადიან კატალონიაში, ლეო მესიმ თამაშის წინ პუბლიკას
მეხუთე "ოქროს ბურთი" (და ოთხი მისი წინამორბედი) უნდა წარუდგინოს, მერე კი კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ამ ტიტულებს იმსახურებს.

ლუის ენრიკეს გუნდს კარგად შეეწყვნენ არდა თურანი და ალეიშ ვიდალი, მათი დამატებით კი მას, რომელიც 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, მეტი ლავირების საშუალება მიეცა, შემადგენლობის როტაციისაც კი, რაც ფიფას სანქციების დროს შეუძლებელი გახლდათ.

ამას ემატება ბასკთა პრობლემები, "ბილბაოს" საუკეთესო ბომბარდირი არიც ადურისი დისკვალიფიცირებული ჰყავს, ხოლო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რაულ გარსია - ტრავმირებული.

"ჩვენ "ბარსას" იმდენჯერ ვეთამაშეთ უკვე, რომ კარგად ვიცნობთ მეტოქეს", - ოპტიმიზმს არ კარგად "ბილბაოს" თავკაცი ერნესტო ვალვერდე. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ახლახან გავიდა "კოპა დელ რეის" მეოთხედფინალში და არის შანსი, რომ მათ დუელებს კიდევ ორ-მატჩიანი სათასოც დაემატოს.

ზიზუ ინტენსივობას ზრდის
მადრიდის "რეალში" ახლა ყველაზე მეტად ფიფას სანქციები ანაღვლებთ, მაგრამ პარალელურად ზინედინ ზიდანი ხიხონის "სპორტინგთან" დაპირისპირებისთვის ამზადებს "სამეფო კლუბს", რომელსაც სხვა გრანდებისგან განსხვავებით, შუაკვირაში სათასო ბატალიები გასაგები მიზეზის გამო ("რეალი" გათამაშებიდან მოხსნეს) არ ჰქონია.

"მარკა" იუწყება, რომ ზიზუ ნელნელა გაუთამამდა სიტუაციას "სამეფო კლუბში" და უკვე გაზარდა ვარჯიშების ინტენსივობა. ჯერაც გაურკვეველია ორი პოზიცია სასტარტოში - ვინ იქნება დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილო თუ კარვახალი და ვინ იქნება ცენტრფორვარდის უკან ისკო თუ ხამეს როდრიგესი.

ზიდანმა ვარჯიშებზე "რეალ მადრიდ კასტილიას" რამდენიმე ფეხბურთელიც დაიმატა, მათ შორის მარტინ ედეგორი და ბორხა მაიორალი.

კუნძულზე
ლა ლიგის ლიდერ "ატლეტიკოსაც" დიდად აფიქრებს ფიფას სანქციები, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება - დიეგო სიმეონეს გუნდი კანარის კუნძულებზე ჩადის, სადაც "ლას პალმასი" არც ისე სტუმართმოყვარე გუნდია. "ატლეტიკოს" ფინანსურად არ უჭირს, ახლახან, კლუბმა საფეხბურთო სკოლა "ალკალაში" 10 მილიონი ევროს ინვესტიცია მიიზიდა. მოკლედ, გუნდს სერიოზული პრეტენზიები გაუჩნდა.

უნდა ვთქვათ ანდალუსიურ დერბიზეც, უნაი ემერის "სევილიას" ყოჩაღი "მალაგა" სტუმრობს, რომელიც ყოველთვის უხერხული მეტოქეა. ხავი გრასიას გუნდმა "სანჩეს პისხუანზე" ბოლო სამი ვიზიტიდან მხოლოდ ერთში წააგო.

შაბათი. 16 იანვარი
სევილია-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარეხა, ანდრეოლი - კარლოსი, ფერეირა, ტორესი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +11=8-12, (41-41)

სელტა-ლევანტე 21:15
დისკვალიფიკაცია: - ვერსა
ტრავმა: ფონტასი, ნოლიტო (?) - ხუანფრანი, კასადესუსი, ხოსე მარი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +6=4-3, (17-11)

ვილიარეალი-ბეტისი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოსტა (?), ბონერა, ადრიანი - მატილია (?), ვადილიო (?), ვესტერმანი (?), ტარეკი (?), ხიმენესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +7=7-9, (32-38)

სოსიედადი-დეპორტივო 01:05
დისკვალიფიკაცია: - არიბასი
ტრავმა: ნავასი, გრანერო, ილიარამენდი (?), კანალესი, აგირეჩე, ჟონათასი (?), ზურუტუზა - როდრიგესი (?), ბორხესი, ფაბრისიო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +9=12-14, (34-42)

კვირა. 17 იანვარი
ვალენსია-ვალეკანო 15:00
დისკვალიფიკაცია: - გერა
ტრავმა: ალვეში, ფეგული, გომეში (?), ფუეგო (?), პერესი - ებერტი, ამაია (?), ტონიო, კობენიო, რაცი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +15=5-5, (54-26)

რეალი-სპორტინგი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ს. რამოსი (?) - ესპინოსა, ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +11=4-4, (37-11)

ლას პალმასი-ატლეტიკო 21:15
დისკვალიფიკაცია: სიმონი -
ტრავმა: ალემანი (?), ალკარასი (?), კასტელიანო, ლოპესი, ბიგასი (?), ერნანი, პადრონი - ტიაგო, ტორესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (0-2)

ხეტაფე-ესპანიოლი 21:15
დისკვალიფიკაცია: - ლოპესი
ტრავმა: როდრიგესი (?), მედრანი, ბუენდია - კანიასი, არბილია, სანჩესი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=7-11, (33-28)

ბარსელონა-ბილბაო 23:30
დისკვალიფიკაცია: - ადურისი
ტრავმა: რაფინია - გარსია, ელუსტონდო (?), გომესი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 თამაში: +34=12-8, (115-50)

ორშაბათი. 18 იანვარი
ეიბარი-გრანადა 23:30
დისკვალიფიკაცია: პანტიჩი - როჩინა
ტრავმა: არუაბარენა, ლილიო (?), ხიმენესი, ესკალანტე - ფერნანდესი (?), ბირაგი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=2-0, (4-2)

ბომბარდირები: 15 - ნეიმარი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), გარეთ ბეილი (რეალი), ლუკას პერესი (დეპორტივო); 11 - არიც ადურისი (ბილბაო); 10 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესიიიიი!

https://www.youtube.com/watch?v=9WZs8qTHzgk
სახელი
21:04 16-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული