მოურინიომ ფეხბურთელები გასახდელში ჩხუბისთვის დასაჯა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველები პედრო ლეონი და ფერნანდო გაგო "სევილიასთან" ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. მოურინიომ ლეონი და გაგო გასახდელში ჩხუბისთვის დასაჯა, რომელიც მოთამაშეებს შორის ვარჯიშის შემდეგ მოხდა.

კონფლიქტის მიზეზი ორმხრივი თამაშის დროს გაგოს უხეში თამაში გახდა, რომელმაც ლეონის უმაყოფილება გამოიწვია. ნახევარმცველების გაშველება თანაგუნდელებს მოუხდათ.

ლეონის "რეალის" წინასამატჩო განაცხადში ვერ მოხვედრა პირველი შემთხვევა არაა. პირველად მოურინიომ ლეონი განაცხადში 28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ფრანგულ "ოსერთან" არ შეიყვანა. მაშინ მასმედიაში დაიწერა, რომ ეს გადაწყვეტილება მწვრთნელსა და
ფეხბურთელს შორის კონფლიქტმა გამოიწვია. მოურინიომ "ოსერთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლეონი მარადონა არაა, ამიტომ შემადგენლობაში მისმა არყოფნამ ბევრი კითხვა არ უნდა გააჩინოს.

"რეალმა" "სევილიას" პირველი მატჩი სტუმრად 1:0 მოუგო. "რეალისა" და "სევილიას" ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებულს, ფინალში დიდი ალბათობით "ბარსელონა" შეხვდება, რომელმაც პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ალმერია" 5:0 გაანადგურა.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული