ერკულესი დრენტეს ჩაგრავს

AutoSharing Option

"ერკულესს" საბოლოოდ აუჯანყდა ჰოლანდიელი როისტონ დრენტე, რომელმაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მას "იუვენტუსში" თამაშის შანსი "ერკულესმა" ჩაუშალა. "გაცოფებული ვარ, ბოლო დღეებში გაჩნდა "იუვენტუსში" იჯარით გადასვლის შანსი. თითქმის ყველაფერი შეთანხმდა, მაგრამ "ერკულესმა", რომელსაც არ ვეკუთვნი და მხოლოდ იჯარით ვთამაშობ, დაბლოკა ეს ტრანსფერი. მე პროფესიონალი ვარ და სეზონის ბოლომდე მაინც თავს დავდებ მოედანზე, მაგრამ ისინი აღარ მათამაშებენ და თავის გამოჩენის შანსს არ მაძლევენ, თანაც ფანებთან ცუდად მახასიათებენ", - იტალიურ "ტუტომერკატოს" 23 წლის ჰოლანდიელმა. შეგახსენებთ, რომ თავიდან დრენტე დიდებულად მოერგო

"ერკულესს" გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა, მაგრამ შემდეგ კონტრაქტით განსაზღვრული ჯამაგირი მოითხოვა, მაგრამ, რომ ვერ მიიღო, აჯანყდა". ამბობენ, დრენტეს ჯერ მხოლოდ ნოემბრის ხელფასი გაუსტუმრესო...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული