ჯუზეპე როსი "ლევანტეში" იჯარის წესით ითამაშებს

AutoSharing Option
"ფიორენტინას" თავდამსხმელი ჯუზეპე როსი იჯარის წესით "ლევანტეში" ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

შეთანხმების თანახმად, 28 წლის იტალიელი ფეხბურთელი "ლევანტეს" ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. ის უახლოეს მომავალში გაემგზავრება ესპანეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

მიმდინარე სეზონში როსიმ იტალიის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ესპანეთში მას "ვილიარეალის" შემადგენლობაში უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული