ლა ლიგა. XXI ტური. "ხიხონმა" "სოსიედადი" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 22 იანვარს, ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "ხიხონმა" საკუთარ კედლებში "სოსიედადი" მიიღო და მეტოქე 5:1 გაანადგურა.

მასპინძლები შეხვედრის პირველივე წუთზე კარლოს კარმონამ დააწინაურა, 8 წუთში კი დანიელ ნდიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. 37-ე წუთზე კარლოს ველამ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ტაიმის მიწურულს "სოსიედადმა" მესამეც გაუშვა - 44-ე წუთზე თავი არნალდო ანტონიო სანაბრიამ გამოიჩინა, რომელმაც 53-ე და 81-ე წუთებზე კიდევ ორი გოლი გაიტანა, ჰეთ-თრიკი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჩატარებული 20 შეხვედრის (ერთი გამოტოვებული "ბარსელონასთან") შემდეგ "ხიხონი" სატურნირო
ცხრილში 17 ქულით მე-17-ეა, "სოსიედადი" კი 21 ქულით მე-13-ეა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათს, კვირას და ორშაბათს გაიმართება.

XXI ტური
შაბათი. 23 იანვარი
მალაგა-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: ბოკა - პიკე
ტრავმა: ანხელერი (?), კარლოსი, ფერეირა, რესიო (?) - ალბა, მესი (?), მატიო (?), რაფინია
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +3=6-22, (25-74)

ესპანიოლი-ვილიარეალი 21:15

დისკვალიფიკაცია: პერესი - რუისი
ტრავმა: არბილია, სანჩესი, ალვარო (?) - ბონერა, კოსტა (?), ადრიანი, სამუ
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +5=14-12, (26-41)

გრანადა-ხეტაფე 23:30
დისკვალიფიკაცია: ბირაგი -
ტრავმა: პენიარანდა, მაინსი (?), მარკესი (?) - ვიგარაი (?), გუაიტა (?), მედრანი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=3-2, (13-11)

ვალეკანო-სელტა 01:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტონიო, ამაია (?), კობენიო, რაცი, ემბარბა, ებერტი - ფონტასი, ნოლიტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +13=7-7, (34-28)

კვირა. 24 იანვარი

ბილბაო-ეიბარი 15:00
დისკვალიფიკაცია: ირაისოსი -
ტრავმა: გარსია - ხიმენესი, ესკალანტე, არუაბარენა, ლუნა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=3-1, (2-3)

ატლეტიკო-სევილია 19:00
დისკვალიფიკაცია: - იბორა
ტრავმა: ტიაგო, ერნანდესი (?), ტორესი (?) - ანდრეოლი, პარეხა
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +14=14-14, (59-53)

დეპორტივო-ვალენსია 21:15

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფაბრისიო, ბორხესი, კარტაბია - პერესი, ფეგული, ალვეში, პარეხო (?), გაია (?), ფუეგო (?), ბარაგანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +16=11-18, (54-62)

ბეტისი-რეალი 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიჩინი, ლოპესი (?), ვესტერმანი, კადირი (?) - ბეილი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +7=12-20, (36-69)

ორშაბათი. 25 იანვარი

ლევანტე-ლას პალმასი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფედალი (?), გარსია, ხუანფრანი, კასადესუსი, მარი - ალკარასი (?), ერნანი, პედრონი, ბიგასი (?), კასტელიანო, ლოპესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=6-3, (20-18)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული