ამასთან, გამოცემის ცნობით, პერესს გადაწყვეტილი აქვს, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს დაემშვიდობოს.
ნეიმარის შეძენით მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ერთბაშად ორ მიზანს მიაღწევს - გააძლიერებს თავის გუნდს და ამავდროულად, დაასუსტებს თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "რეალი" ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერში 190 მლნ ევროს გადახდას არ დაიშურებს.