ფლორენტინო პერესი ნეიმარს ხელფასად 35 მლნ ევროს შესთავაზებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის გადასაბირებლად ძალისხმევას არ იშურებს. ესპანური ინტერნეტგამოცემა Sport-ის ცნობით, პერესი მზადაა, ნეიმარს წლიურ ხელფასად 35 მლნ ევრო შესთავაზოს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, პერესს გადაწყვეტილი აქვს, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს დაემშვიდობოს.

ნეიმარის შეძენით მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ერთბაშად ორ მიზანს მიაღწევს - გააძლიერებს თავის გუნდს და ამავდროულად, დაასუსტებს თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "რეალი" ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერში 190 მლნ ევროს გადახდას არ დაიშურებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული