მადრიდის "რეალში" დარწმუნებულნი არიან, რომ ნეიმარს იყიდიან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობაში დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ "ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენას. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" ზოგიერთი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ სინამდვილეში ბრაზილიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფურცლის შეძენა ისევე მარტივია, როგორც ბიზნესში ფულის დაბანდება. უბრალოდ, მადრიდულ კლუბში არ სურთ საქმის ფეხბურთელის მამასთან დაჭერა, რადგან მიიჩნევენ, რომ სწორედ ისაა მისი ვაჟის ყველა პრობლემის მიზეზი.

ცნობილია, რომ ნეიმარისთვის მამა სულიერი მოძღვარიცაა, რომელთან ერთადაც ყოველი თამაშის წინ ლოცვას აღავლენს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ნეიმარს
უკვე შესთავაზა ხუთწლიანი კონტრაქტი, სადაც ხელფასად წლიური 35 მლნ ევრო, პლუს, ბონუსად კი 30 მლნ ევროა გათვალისწინებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული