"ვილიარეალი" აგრძელებს თავისი ვარსკვლავების სამომავლოდ დაბევებას - ჯუზეპე როსის შემდეგ რუბენ კანის ჯერი დადგა, ვალენსიელთა ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.
ის, რომ კანისთან გაუმჯობესებულ კონტრაქტზე მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე იყო ცნობილი. კანის ხელშეკრულება "ელ სუბმარინოსთან" ივნისში გადიოდა და ესპანეთში რამდენიმე კლუბი მოთმინებით ელოდა, როდის გახდებოდა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი.
"სარაგოსას" ყოფილი გამთამაშებელი, რომელიც "ვილიარეალში" მეხუთე სეზონია თამაშობს, ოღონდ უმთავრესად ნახევარდაცვის ფლანგზე ხუან კარლოს გარიდოს დროს გახდა სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი
"ძალიან ბედნიერი ვარ, არც არასოდეს დამიმალავს, რომ ჩემს მომავალს მხოლოდ "ვილიარეალში" ვხედავ", - განაცხადა კანიმ, რომელსაც ამას წინათ "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოსთან მოუხდა ინციდენტი. კანიმ სათადარიგოთა სკამიდან წყლით სავსე ბოთლი ისროლა მოურინიოს მიმართულებით, რადგან მიიჩნევდა, რომ "განსაკუთრებული" ჟესტებით მის კლუბს შეურაცხყოფას აყენებდა.
.