მეასე
"ბარსელონა" და "სელტა" კვირა საღამოს ტურს დაასრულებენ, მაგრამ მათით დავიწყოთ - ეს ამ გუნდების მეასე დაპირისპირებაა პრიმერა დივიზიონში. ბუნებრივია, იოლად გამოიცნობთ, ვისკენ არის უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში, თუმცა არც გალისიური კლუბია ჯაბანი და თუ მოიგო, ეს მე-20 გამარჯვება იქნება 100 შეხვედრაში. დავუმატოთ ამას ტრავმამოშუშებული ნოლიტო, რომელიც თუ შეძლებს გამოსვლას, არა გვგონია, საუკეთესო ფორმაში იყოს. დაცვაში გუნდს შესაძლოა, ისევ დააკლდეს ფონტასი, ასევე ექსბარსელონელი. ნოლიტოს "ბარსელონაში" დაბრუნებას ამ ზამთარსვე ვარაუდობდნენ, მაგრამ არ გამოვიდა.
მასპინძელთა პრობლემა ლეო მესის მდგომარეობაა. არგენტინელმა მცირე ოპერაცია ჩაიტარა თირკმელებზე და ძალზე გვეეჭვება, რომ მან თამაში შეძლოს. ლუის ენრიკე კი "ბარსას" რეკორდებზე ლაპარაკობს:
"ჩვენ ძალიან ხშირად ვამყარებთ რეკორდებს. ამისთვის საკმარისია, ნახოთ, რამდენ ფინალში გვაქვს ნათამაშები. წაუგებელი სერიით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, სეზონის ბოლოს ეს თუ აისახება ტიტულებში".
დაბოლოს, "ბარსას" ვიგოური 1:4-ისთვის აქვს შური საძიებელი.
დერბი ისტორიის გარეშე
"ბარსას" პირველი მდევარი "ატლეტიკო" "ხეტაფეს" ეწვევა. ეს დერბი რომ დიდად ტრადიციული არ არის, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდები ლა ლიგაში ერთმანეთს მხოლოდ 24-ედ დაუპირისპირდებიან. მიუხედავად სამქულიანი ჩამორჩენისა და მეტი გამართული მატჩისა, "ატლეტიკოს" ბანაკში ოპტიმიზს არ კარგავენ. "ატლეტიკოს" მიზანი კვლავ ძველია - ყველა იმ ტურნირის მოგება, სადაც ასპარეზობს. ბუნებრივია, აქ ლა ლიგასაც ვგულისხმობ", - აცხადებს ანტუან გრიზმანი, "ატლეტიკოს" შეტევების ლიდერი.
სხვათა შორის, "ხეტაფესთან" მატჩის წინ დიეგო სიმეონეს გუნდის ლაზარეთში საკმაოდ მოგროვდნენ, განსაკუთრებით, შუახაზისა და დაცვის ფეხბურთელები.
ბასკები დედაქალაქში
ზინედინ ზიდანის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ბასკურ "ბილბაოს" ხვდება. ამ გუნდების დაპირისპირება კი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ეს "რეალისა" და "ბილბაოს" 170-ე დაპირისპირებაა პრიმერა დივიზიონში. აქედან 86 "სამეფო კლუბმა" მოიგო, ხოლო 51 - ბასკურმა. სტუმართა მთავარი იმედი ახლა საოცრად ათამაშებული არიც ადურისია. ვეტერანმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ სერიოზულად განიხილავენ ევრო 2016-ზე მისი მოხვედრის შანსებს. "ეს დიდი მიზანია, მაგრამ საამისოდ კიდევ ბევრჯერ უნდა გავაკვირვო ხალხი. მიხარია, რომ 35 წლის ასაკშიც ვპროგრესირებ", - იმედს არც თავად ფეხბურთელი კარგავს.
"რეალში" ბეილისა და პეპეს თამაში საეჭვოა, დაცვის ფლანგები - დანილო და მარსელო კი ვერ ითამაშებენ. მარსელო სიტუაციის ფორსირებას აპირებს, ოღონდ მისი სურვილია, "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩისთვის დაბრუნდეს, "ბილბაოსთან" ბრაზილიელი ნამდვილად არ იქნება.
პარასკევი. 12 თებერვალი
სპორტინგი-ვალეკანო 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერნარდო, კანელია (?), ამაია, ტონიო, რაცი, ნაჩო, ბაენა, ებერტი, კობენიო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +12=2-5, (31-19)
შაბათი. 13 თებერვალი
რეალი-ბილბაო 19:00
დისკვალიფიკაცია: - სან ხოსე, ვილიამსი
ტრავმა: მარსელო, ბეილი (?), პეპე (?), დანილო - რაულ გარსია, ეჩეიტა (?), ი. გომესი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 169 თამაში: +86=32-51, (339-234)
ვილიარეალი-მალაგა 21:15
დისკვალიფიკაცია: ბონერა - რესიო
ტრავმა: ასენხო (?), ბაილი, ადრიანი, სამუელი, მუსაჩო, პინა - ფლავიო, ხუან კარლოსი, ატსუ, კამენი (?), ველიგტონი (?), გ. კასტრო
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=8-8, (30-28)
ვალენსია-ესპანიოლი 23:30
დისკვალიფიკაცია: ანდრე გომეში, მუსტაფი, გაია -
ტრავმა: პ. ალკასერი (?), ე. პერესი, სიკეირა, ფუეგო, დ. ალვეში - ვ. სანჩესი (?), კაისედო (?), ბურგუი (?), სევილია (?), ო. დუარტე, არბილია, რ. კორეა (?), არლაუსკისი, ე. პერესი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 153 თამაში: +73=31-49, (255-216)
დეპორტივო-ბეტისი 01:05
დისკვალიფიკაცია: - პეცელა
ტრავმა: ლუქსი, ლოპო, არიბასი, ფაბრისიო, ბორხესი (?) - ხოაკინი, კადირი (?), პ. ლოპესი, სებალიოსი, პეტროში (?), ფაბიანი, პიჩინი, ვესტერმანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +17=14-10, (49-38)
კვირა. 14 თებერვალი
სოსიედადი-გრანადა 15:00
დისკვალიფიკაცია: ოიერი - მ. ლოპეში
ტრავმა: კ. მარტინესი, კანალესი, რ. ნავასი (?), ა. ელუსტონდო, აგირეჩე, ზურუტუზა
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +15=8-14, (48-41)
სევილია-ლას პალმასი 19:00
დისკვალიფიკაცია: ფასიო -
ტრავმა: კრიხოვიაკი, ბეტო (?), ანდრეოლი, პარეხა (?), რეიესი (?) - მონტორო, ხ. კასტელიანო, დ. სიმონი, ერნანი (?), ელ ჟარი, ა. ერნანდესი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 თამაში: +22=6-25, (80-77)
ეიბარი-ლევანტე 21:15
დისკვალიფიკაცია: ჟუნკა - ლერმა
ტრავმა: რეინა, ლუნა, კეკო, პანტიჩი, რამისი, ხაიმე, არუაბარენა, დელ მორალი - ხოსე მარი, ვ. კასადესუსი, ხუანფრანი (?), პ. ლოპესი, რუბენ გარსია (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=2-1, (6-7)
ხეტაფე-ატლეტიკო 21:15
დისკვალიფიკაცია: ა. პერეირა, ლასენი -
ტრავმა: სარაბია, ლაგო - სავიჩი (?), თომასი, გოდინი, ა. ფერნანდესი, ტიაგო
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +4=6-13, (16-40)
ბარსელონა-სელტა 23:30
დისკვალიფიკაცია: - ორელიანა, ბონგონდა, ასპასი, ს. გომესი
ტრავმა: რაფინია, მესი - ნოლიტო (?), ფონტასი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +57=23-19, (213-111)
ბომბარდირები: 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ნეიმარი (ბარსელონა); 15 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 14 - ლუკას პერესი (დეპორტივო); 13 - არიც ადურისი (ბილბაო), გარეთ ბეილი (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), კევინ გამეირო (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"