10:21 12-02-2016
ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება [VIDEO]
AutoSharing Option
ამრიგად, გადამწყვეტ მატჩში სევილიელები ითამაშებენ, რომლებსაც პირველი დაპირისპირება ანგარიშით 4:0 ჰქონდათ მოგებული.
არადა, "სელტამ" თამაში კარგად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობითაც იგებდა - დუბლი იაგო ასპასმა შეასრულა (35-ე და 55-ე წუთებზე), თუმცა ამის შემდეგ "სევილიამ" სხვაობა ევენ ბანეგას გოლით (57) შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ევგენი კონოპლიანკამ (87) დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე "სელტას" ფეხბურთელმა იონ გვიდეტიმ ვერ გამოიყენა, მატჩის მიწურულს კი სტუმრებს სტივენ ნ'ზონზი გაუძევეს.
ესპანეთის თასის ფინალში "სევილია" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მატჩი 21 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული