ლა ლიგა. XXIV ტური: "ბარსელონა" შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
* ქარიმ ბენზემამ 6-მატჩიანი გოლების (8 გოლი) სერია შეწყვიტა. ბოლო 9 მატჩში მის ანგარიშზე 11 გოლია.

* "ვალენსიამ" ლა ლიგაში 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. გარი ნევილმა პირველად მოიგო ლა ლიგის მატჩი.

* "დეპორტივომ" 24 ტურში მე-14 ფრე ითამაშა, ყველაზე მეტი ლა ლიგაში.

* 18 წლის მიკელ ოიარზაბალმა (სოსიედადი) პროფესიულ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა.

* ზედიზედ 11 ტურია, "სევილია" შინ იგებს.

"ბარსელონას" ფეხის დაცდენას მადრიდული გრანდები ამაოდ ელიან - არ ვიცით, რა სახის იყო თირკმელების ოპერაცია, რომელიც ლეო მესიმ რამდენიმე დღის
წინათ გადაიტანა, მაგრამ ფაქტია, ამან მას ხელი ვერც თამაშში შეუშალა და ვერც 25 მეტრიდან ბრწყინვალე საჯარიმოს გატანაში. "სელტას" პასუხი ალბას შეცდომასა და იონ გუიდეტის პენალტს მოჰყვა.

მეორე ტაიმში "ბარსამ" მეტოქე აღარ დაინდო და 1:4-ისთვის შური იძია - 6:1. "სელტას" კარში პენალტი მესიმ კი არ დაარტყა, არამედ საგოლე პასი მიაწოდა სუარესს, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 1 დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორი ლაფსუსი
"ელ მოლინონზე", წვიმიან ამინდში "სპორტინგმა" და "რაიომ" მაყურებელი არ მოაწყინეს - 2:2. ყველაფერი უხეში ინდივიდუალური შეცდომით დაიწყო და ასეთივე შეცდომით მორჩა. სტუმარმა ქუინიმ საგოლე პასი გაუკეთა მეტოქე მიგელ გერეროს და ხიხონელები დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში კი, უკვე 2:1-ზე, გამოსვლაზე შეცდა მასპინძელთა მეკარე კუელიარი და ხოსაბედმა, პრაქტიკულად, ცარიელ კარში გაიტანა და "ელვებს" ქულა გადაურჩინა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა ვენესუელელმა ფორვარდმა მიკუმ ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. ამ სეზონში მას სულ ეს 4 გოლი აქვს გატანილი. "მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხონათან "ხონი" როდრიგესი დაასახელა 8 ბალით.

წინ პირველი გამოცდაა
ახლა უკვე ფაქტად შეიძლება გამოვაცხადოთ - "ბერნაბეუმ", რომელმაც ვერაფრით იგუა "რეალში" დაფრთიანებული რაფა ბენიტესი, "პირველი ნახვით შეიყვარა" ზინედინ ზიდანი, რომელიც, მართალია, "სამეფო კლუბში" თამაშობდა, მაგრამ მაინც უცხოელია. ვერ ვიტყვით, რომ ზიდანის "რეალი" ბევრად სჯობს ბენიტესისას, მაგრამ ფაქტია - მეორეს უსტვენდნენ, პირველს კი ტაშს უკრავენ.

"ბილბაოსთან" მატჩს მხოლოდ დაძაბულობა აკლდა, სხვა მხრივ, კარგი იყო - კრიშტიანო რონალდოს, ხამეს როდრიგესისა და გორკა ელუსტონდოს დიდებული გოლებით (არც სხვა გოლები იყო დასაწუნი). ზიდანისთვის ხავერდოვანი ხანა კი ამით დასრულდა, წინ სერიოზული გამოცდაა - "რომასთან" ორრაუნდიანი ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

"მარკამ" "ბილბაოსთან" შეხვედრაში "სამეფო კლუბიდან" კეილორ ნავასი და კრიშტიანო რონალდო გამოარჩია - 7-7 ბალით. აი, ქარიმ ბენზემამ კი გოლების ბრწყინვალე სერია შეწყვიტა და თავი "მხოლოდ" საგოლე პასით გამოიჩინა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, კოვაჩიჩმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ დაიღალა და ამიტომ გამოვცვალე. დანილოს და კარვახალს ადგილები შევუცვალე, მაგრამ მათ მაინც შეასრულეს მოვალეობა. გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა კი რონალდოა, დღეს ის საუკეთესო იყო. ვფიქრობ, ვარანს ძალიან უხეშად არ უთამაშია და გასაგდები არ იყო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"წყალქვეშა ნავი" წინ მიიწევს
"ვილიარეალს" თავი ქუდში აქვს - მეოთხე ადგილს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნიშნავს, რეალურად ვერავინ ედავება. თავად კი აგრძელებს წყალქვეშ ჩუმ სვლას - ანდალუსიური "მალაგა" "ყვითელმა ნავმა" რობერტო სოლდადოს გოლით 1:0 დაამარცხა. ეს ვეტერანის მე-4 გოლი იყო ამ სეზონში, სოლდადო წლეულს უფრო საგოლე პასებით გვამახსოვრებს თავს. "მარკამ" ორივე გუნდში სწორედ ის გამოარჩია 7 ბალით.

ნევილის პირველი გამარჯვება
გარი ნევილს, თითქოს, მხრებიდან სიმძიმე ჩამოხსნესო - დებიუტანტ მწვრთნელს, რომელიც აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობით და "სქაის" საფეხბურთო ექსპერტობით იყო ცნობილი, დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული (როცა დაინიშნა "ვალენსიაში") ვერ მოეგო ლა ლიგაში და აი, პირველი გამარჯვებაც.

"ვალენსიას" მოუგებელ სერიას წერტილი დაესვა, თუმცა მეორე ტაიმში ჯერ ოსკარ დუარტემ შეაშინა "მესტალია", როცა კარში დაბრუნებულ დიეგო ალვეშს აჯობა თავით. "ვალენსიამ" ალვარო ნეგრედოსა და დენის ჩერიშევის გოლების წყალობით მოიგო - 2:1. აი, კონსტანტინ გალკას "ესპანიოლს" კი შავად აქვს საქმე. "მარკამ" 7-7 ბალით მეკარე ალვეში და სტუმარი ბურგუი გამოარჩია.

შაბათის გვიანდელ მატჩში კვლავ ფრეს გამოჰკრა ხელი "დეპორტივომ", რომელმაც ტრადიციულად, სტუმრად კარგად მოთამაშე "ბეტისთან" ქულა გადაარჩინა - 2:2. "ბეტისის" კარგი თამაშის მიზეზი კი, "მარკას" აზრით, მეკარე ადანია (8 ბალი).

კვირის თამაშები
კვირას "რეალ სოსიედადმა" ძალიან დაჩაგრა "გრანადა" და მიკელ ოიარზაბალის დუბლის წყალობით 3:0 დაამარცხა ანდალუსიური მეტოქე. 18 წლის ფორვარდის გოლებს შორის თავი ჟონათასმაც გამოიჩინა. წინა ტურში მან ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა ("ესპანიოლის" კარში) ახლა კი ეიბარელმა ყმაწვილმა პირველი დუბლი შეასრულა პროფესიულ კარიერაში.

უნაი ემერის გუნდი აგრძელებს ბრძოლას მე-4 ადგილისთვის. ჩამორჩენა კვლავ 8 ქულაა, თუმცა "სევილიამ" ვალი პირნათლად მოიხადა, ევერ ბანეგასა და კევინ გამეიროს გოლების წყალობით 2:0 დაამარცხა "ლას პალმასი". "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" ზედიზედ 11 ტურია, გამარჯვებული გამოდის.

"ეიბარმა" შარშანდელი სეზონიდან დასკვნები გამოიტანა და, როგორც ჩანს, საფინიშო ნაწილს აღარ ჩააფლავებს - იპურუაში "ლევანტე" 2:0 დაამარცხა. ბორხა ბასტონმა სეზონში მე-16 გოლი გაიტანა, ხოლო ერთიც ადრიანის ანგარიშზეა. დიდებულად ითამაშეს იაპონელმა ტაკაში ინუიმ და გალისიელმა ჟოტამ.

პირველ წუთზე ფერნანდო ტორესმა "ატლეტიკოს" მაისურით 101-ე გოლი გაიტანა. მერე დიეგო სიმეონეს გუნდი ცუდად თამაშობდა "ხეტაფესთან" დერბიში, მაგრამ კლდესავით იდგა დაცვაში - 1:0 "როხიბლანკოს" სასარგებლოდ, რომლის რიგებშიც არგენტინელი მატიას კრანევიტერის დებიუტი შედგა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIV ტური
12 თებერვალი
სპორტინგი-ვალეკანო 2:2
გოლები: 1:0 გერერო (5), 1:1 მიკუ (39), 2:1 ჰალილოვიჩი (45+1), 2:2 ხოსაბედი (58)
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ვრანიეში, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - რაშიდი, ს. ალვარესი - კარმონა (81. მენენდესი), დანი ნდი (9. ჰალილოვიჩი), ხონი - გერერო (70. კ. კასტრო)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი (46. იტურა), ტიტო, დორადო, ნაჩო - დ. ლორენტე, ტრაშორასი - პ. ერნანდესი (81. პიტი), ხოსაბედი, ბებე (71. ემბარბა) - მიკუ
გაფრთხილება: ვრანიეში, რაშიდი, ალვარესი - ნაჩო, ქუინი, იტურა, ერნანდესი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11-15 (5-4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 21 987

13 თებერვალი
რეალი-ბილბაო 4:2
გოლები: 1:0 რონალდო (3), 1:1 ერასო (10), 2:1 ხ. როდრიგესი (37), 3:1 კროოსი (45), 4:1 რონალდო (87), 4:2 გ. ელუსტონდო (90)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო (68. ნაჩო), ვარანი, ს. რამოსი, კარვახალი - მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი (72. ისკო) - ხ. როდრიგესი (80. ლ. ვასკესი), ბენზემა, რონალდო
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენზიაგა - ბენიატი, იტურასპე (62. გ. ელუსტონდო) - საბინი (80. ვიგერი), ერასო, ლეკუე (69. მუნიაინი) - ადურისი
გაფრთხილება: ვარანი, მოდრიჩი - ეჩეიტა, ბალენზიაგა
გაძევება: ვარანი (88)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 10-0; კარში დარტყმა: 19-11 (9-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 77 364

ვილიარეალი-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 სოლდადო (18)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, დ. სუარესი (65. კასტილიეხო) - ლ. ბაპტიშტაო (88. პინა), სოლდადო (75. ბაკამბუ)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი - ხუანპი (84. უჩე), ნაჩო კამაჩო, ტისონე (63. დუდა), ფორნალსი - ჩოპი (75. სანტა კრუსი), შარლესი
გაფრთხილება: ტრიგეროსი, ბაკამბუ - ალბენტოსა
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-7 (5-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 17 142

ვალენსია-ესპანიოლი 2:1
გოლები: 0:1 ო. დუარტე (52), 1:1 ნეგრედო (70), 2:1 ჩერიშევი (76)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - კანსელო, ა. სანტოსი, აბდენური (7. ვეზუ), სიკეირა - პარეხო, ე. პერესი - ფეგული, როდრიგო (58. ნეგრედო), ჩერიშევი (84. ბარაგანი) - პ. ალკასერი
ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, ო. დუარტე, ვ. ალვარესი - ასენსიო, დიოპი, აბრაამი, ბურგუი (80. როკო) - კაისედო (66. ვ. სანჩესი), სილა (12. მორენო)
გაფრთხილება: პერესი - გონსალესი, დიოპი, აბრაამი
კუთხური: 9-9; ჯარიმა: 8-19; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-19 (4-6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 34 689

დეპორტივო-ბეტისი 2:2
გოლები: 1:0 ბერგანტინიოსი (15), 1:1 მუსონდა (20), 1:2 ხ. ვარგასი (38), 2:2 ფახრი (51)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო (63. ლუიზინიო) - მოსკერა, ბერგანტინიოსი - ფახრი, ლუის ალბერტო (79. რიერა), კანი (55. ფედე კარტაბია) - ლ. პერესი
ბეტისი (4-4-2): ადანი - მონტოია, ბრუნო, ვესტერმანი, ხ. ვარგასი - მუსონდა, ნ'დიაი, პეტროში, კადირი (69. სეხუდო) - რ. კასტრო (89. მოლინა), ვან ვოლფსვინკელი (63. სებალიოსი)
გაფრთხილება: ბერგანტინიოსი -
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 25-4 (10-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 17 184

14 თებერვალი
სოსიედადი-გრანადა 3:0
გოლები: 1:0 ოიარზაბალი (20), 2:0 ჟონათასი (45), 3:0 ოიარზაბალი (60)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, მ. გონსალესი, დ. რეიესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, პარდო (77. ბერგარა) - ველა, ჩაბი პრიეტო, ოიარზაბალი (87. ექტორი) - ჟონათასი (68. ბრუმა)
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ფულკიე, ლომბანი, რ. კოშტა, ბირაგი - ფ. რიკო, რ. პერესი (74. დუკურე) - საქსესი, როჩინა, პენიარანდა (64. კუენკა) - ელ-არაბი (63. ბარალი)
გაფრთხილება: ილიარამენდი - ფულკიე, დუკურე
კუთხური: 8-13; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-15 (6-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 19 591

სევილია-ლას პალმასი 2:0
გოლები: 1:0 ბანეგა (69), 2:0 გამეირო (75)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - ნ'ზონზი, კრისტოფორო - რეიესი (57. ვიტოლო), ბანეგა, კონოპლიანკა (66. კრონ-დელი) - გამეირო (79. მუნიოსი)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია (79. ნილი), აიტამი, ბიგასი, გარიდო - როკე (72. ერნანი) - ელ ჟარი, ტანა, ვიერა, ვაკასო - ვილიან ჟოზე (84. არაუჟო)
გაფრთხილება: კოლოძეიჩაკი - გარიდო, ვილიან ჟოზე, ვაკასო
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 10-1; კარში დარტყმა: 8-11 (4-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 34 448

ეიბარი-ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 ბასტონი (38), 2:0 ადრიანი (58)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, ანსოტეგი, ლილიო - ესკალანტე, დ. გარსია - ჟოტა, ადრიანი (79. რადოშევიჩი), ინუი (93. ი. კორალი) - ბასტონი (77. ენრიჩი)
ლევანტე (4-4-2): მარიანო - ტონიო, დ. ნავარო, ფედალი, ორბანი - ჩუმეტრა (64. კამარასა), ვერსა, სიმაო (64. ვერდიუ), მორალესი - დეივერსონი, ჯ. როსი (80. ღილასი)
გაფრთხილება: გარსია, ლილიო, ჟოტა - ორბანი, ჩუმეტრა
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-8 (6-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 4 766

ხეტაფე-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 ფ. ტორესი (1)
ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, კალა, იოდა - ხ. როდრიგესი - პედრო ლეონი (85. მენსა), სარაბია, ვ. როდრიგესი, მ. გომესი (74. ვანდერსონი) - ა. ვასკესი (69. შჩეპოვიჩი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხ. ხიმენესი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო (54. ო. ტორესი) - ფ. ტორესი (67. კრანევიტერი), გრიზმანი (86. ა. კორეა)
გაფრთხილება: სარაბია, ლეონი - კოკე, გაბი, ხიმენესი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11-6 (3-0); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 8 512

ბარსელონა-სელტა 6:1
გოლები: 1:0 მესი (28), 1:1 გუიდეტი (39-პენ), 2:1 ლ. სუარესი (59), 3:1 ლ. სუარესი (75), 4:1 ლ. სუარესი (81), 5:1 რაკიტიჩი (84), 6:1 ნეიმარი (91)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში (61. ა. ვიდალი), პიკე, მასკერანო, ალბა - ს. რობერტო (61. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, ინიესტა (78. არდა თურანი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ხონი, პლანასი - ვასი (83. დიოპი), რადოია, პ. ერნანდესი (65. მ. დიასი) - ბოვიუ, გუიდეტი (78. დრაჟიჩი), სენე
შენიშვნა: მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (81)
გაფრთხილება: - კაბრალი, პლანასი, მალიო, სენე
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 19-10 (11-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 72 580

ბომბარდირები: 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 14 - ლუკას პერესი (დეპორტივო).

გამოტოვებული მატჩი
17 თებერვალი:
სპორტინგი ხ.-ბარსელონა.

მომდევნო ტური
19 თებერვალი:
ლევანტე-ხეტაფე

20 თებერვალი:
ლას პალმასი-ბარსელონა, ესპანიოლი-დეპორტივო, ბეტისი-სპორტინგი ხ; სელტა-ეიბარი

21 თებერვალი:
რაიო ვალეკანო-სევილია, მალაგა-რეალი, ბილბაო-რეალ სოსიედადი, გრანადა-ვალენსია, ატლეტიკო-ვილიარეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის ოპერაციას რთულია ოპერაცია ჩვენი გაგებით(სკალპელი) დაარქვა, მას თირკმელებში კენჭები ლაზერით დაუშალეს და ისინი ბუნებრივი გზით(მოშარდვით) გამოვიდნენ, ცხადია შესაბამისი სითხეების დახმარებით.
არ ვიცით, რა სახის იყო თირკმელების ოპერაცია!!!
16:58 15-02-2016
0

სიახლეები პოპულარული