ლორენტემ "ლივერპულს" უარი ვუთხარიო

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ აღიარა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი შეძენა "ლივერპულს" სურდა, თუმცა მან ბილბაოში დარჩენა არჩია. ესპანურ მედიაში ფორვადით "რეალის" და "ტოტენჰემის" დაინტერესებაზეც წერდნენ. ფეხბურთელის თქმით, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს.

"სიმართლეა, რომ "ლივერპულის" წარმომადგენლები ჩემი ტრანსფერის თაობაზე მოსალაპარაკებლად ბილბაოში ჩამოფრინდნენ, მაგრამ გადაჭრით უარი ვუთხარი. კლუბის შეცვლა არ მსურს, "ატლეტიკში" ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მესმის, რომ ფანებს მთელი ეს საუბრები ჩემს წასვლასთან დაკავშირებით არ მოსწონთ, მაგრამ ტოპ კლუბების მხრიდან დაინტერესება იმაზე მეტყველებს,
რომ მოედანზე ჩემს მოვალეობებს კარგად ვასრულებ. ვაღიარებ, რომ უახლოეს მომავალს მხოლოდ "ატლეტიკს" ვუკავშირებ", - განაცხადა ლორენტემ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული