ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კოლუმბიასთან ამხანაგური მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. "ფურია როხას" შემადგენლობაში მთავარი დანაკლისი მცველ კარლეს პუიოლის არყოფნაა, რომელსაც ტრავმა ჯერ არ მოურჩენია. ამავე დროს, ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, ტრავმის მიუხედავად, რომელიც პრიმერადივიზიონის 21-ე ტურში "ერკულესთან" მატჩში მიიღო, ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვდა.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: კასილასი, რეინა, ვალდესი;
მცველები: სერხიო რამოსი, პიკე, არბელოა, მარჩენა, ალბიოლი, კაპდევილა,
ნახევარმცველები: ჩავი, ინიესტა, ხაბი ალონსო, ფაბრეგასი, კასორლა, სილვა, ბუსკეტსი, ნავასი;
თავდამსხმელები: ტორესი, ლორენტე, ვილა, პედრო
.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
.