რაფაელ ვარანს დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა უარი უთხრა მადრიდის "რეალს" რაფაელ ვარანის წითელი ბარათის გაუქმებაზე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველმა ბილბაოს "ატლეტიკთან" 4:2 მოგებულ თამაშში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

მომდევნო მატჩს "რეალი" "მალაგასთან" გამართავს, ამ შეხვედრაში ვარანი ვერ ითამაშებს, თუმცა "სამეფო კლუბი" კომიტეტის გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული