ლა ლიგა. XXV ტური: "ბარსამ" ძალების დაზოგვით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
20 თებერვალს ესპანეთის ლა ლიგის 4 შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონამ" ნაკლები ძალისხმევით შეძლო სტუმრად "ლას პალმასის" დამარცხება - ლუის სუარესმა გახსნა ანგარიში, მალევე კანარის კუნძულელებმა გაათანაბრეს, მაგრამ პირველივე ტაიმში ნეიმარმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დღეს ჩვენ უფრო ეფექტურად ვითამაშეთ, ვიდრე ჩვეულებრივ ვთამაშობთ ხოლმე. როცა სამ დღეში ერთხელ თამაშობ, ძნელია ფიზიკურად გაძლება. ბოლოში თამაში იმიტომ აირია, რომ "ლას პალმასი" მთელი ძალებით გადმოვიდა გასათანაბრებლად. დღეს მეტოქის კართან მეტი აქტიურობა გვმართებდა, მაგრამ არა უშავს, სამი ქულა მოპოვებულია".

სანამ მადრიდული კლუბები
ითამაშებენ, "ბარსა" "ატლეტიკოს" 9 ქულით, ხოლო "რეალს" 10 ქულით უსწრებს.

ლუის სუარესი ტოპ-5 ევროპულ ლიგებში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 25 გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლას პალმასი-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (6), 1:1 ვილიან ჟოზე (10), 1:2 ნეიმარი (39)

ესპანიოლი-დეპორტივო 1:0
გოლები: 1:0 ასენსიო (52)

ბეტისი-სპორტინგი 1:1
გოლები: 0:1 კ. კასტრო (65), 1:1 პეცელა (67)

სელტა-ეიბარი 3:2

19 თებერვალი
ლევანტე-ხეტაფე 3:0

21 თებერვალი
ვალეკანო-სევილია 15:00
მალაგა-რეალი 19:00
ბილბაო-სოსიედადი 21:15
გრანადა-ვალენსია 21:15
ატლეტიკო-ვილიარეალი 23:30

1. ბარსელონა - 63 ქულა; 2. ატლეტიკო - 54; 3. რეალი - 53; 4. ვილიარეალი - 48; 5. სევილია - 40.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული