ესპანეთის თასის ფინალი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ალბათ, ვალენსიაში "მესტალიაზე" გაიმართება. ორივე კლუბის ხელმძღვანელობამ ეს არენა აირჩია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე იქნება მიღებული.
სხდომა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით 11 თებერვალსაა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული თასის ფინალი 20 აპრილს შედგება.
მომზადებულია AS-ის მიხედვით