ლა ლიგა. XXV ტური: ტრაგიკული ტური [VIDEO]

AutoSharing Option
* ლუის სუარესი ტოპ-5 ჩემპიონატის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში 25 გოლი გაიტანა.

* "ბარსელონამ" პრიმერა დივიზიონში ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.

* მარკო ასენსიომ (ესპანიოლი) პრიმერა დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა.

* "ბენიტო ვილიამარინზე" "ბეტისის" გულშემატკივარი გულის შეტევით გარდაიცვალა.

* 12-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ვალენსიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო.

"ბარსელონამ" ცუდად ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო, "ატლეტიკო" და "რეალი" კი საჩემპიონო რბოლას დაშორდნენ ტურში, რომელმაც "ბეტისის" გულშემატკივრის სიცოცხლე შეიწირა.

მორალესის დღე
28 წლის ხოსე ლუის მორალესს "სიუტატ დე ვალენსიაზე" სეზონის მატჩი ჰქონდა. მან ჯერ
სლალომით გაიტანა "ხეტაფეს" დაცვა და, სუპერვარსკვლავს რომ დაამშვენებდა, ისეთი გოლი გაიტანა, შემდეგ "ლევანტეს" სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც ჯუზეპე როსიმ გოლად აქცია, ბოლოს კი მორალესმა ჟოან ვერდუს "ლევანტეში" სადებიუტო გოლი გაატანინა - 3:0.

ამიტომაც შემტევი ნახევარმცველი "მარკამ" აუტსაიდერთა ჯახში 8 ბალით გამოარჩია. "ხეტაფეს" რიგებში მომენტები მხოლოდ ალვარო ვასკესს ექმნებოდა, მაგრამ მან ვერაფრით დაჯაბნა მეკარე მარინიო.

სამი ქულა სამი ქულაა
"ბარსელონამ" კანარის კუნძულებზე მინიმალური ძალისხმევით მოუგო "ლას პალმასს" - 2:1. ამას გუნდი ლუის სუარესისა (8 ბალი "მარკასგან", საუკეთესო შეფასება მატჩში) და ანდრეს ინიესტას კარგ თამაშს უნდა უმადლოდეს.

ესეც არ იქნებოდა საკმარისი, მეორე ტაიმში სერხიო არაუხოსა და ვილიან ჟოზეს რამდენიმე მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინათ. "ბარსა" ფიქრით უკვე "არსენალთან" მატჩზე იყო. გოლები კი მატჩის დებიუტში გავიდა - ჯერ ჟორდი ალბამ გაატანინა სუარესს, შემდეგ ვიერამ ბრწყინვალე ქუსლური პასით ვილიან ჟოზეს გაათანაბრებინა. გამარჯვების გოლი კი ლუის სუარესის დიდებულ თამაშს მოჰყვა შეტევის მარჯვენა ფლანგზე, ნეიმარმა დამატებაზე იყოჩაღა. უჩვეულოდ ინერტული იყო ლეო მესი (5 ბალი).

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დღეს ჩვენ უფრო ეფექტურად გავისარჯეთ, ვიდრე ჩვეულებრივ ვთამაშობთ ხოლმე. როცა სამ დღეში ერთხელ თამაშობ, ძნელია ფიზიკურად გაძლება. ბოლოში თამაში იმიტომ აირია, რომ "ლას პალმასი" მთელი ძალებით გადმოვიდა გასათანაბრებლად. დღეს მეტოქის კართან მეტი აქტიურობა გვმართებდა, მაგრამ არა უშავს, სამი ქულა მოპოვებულია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასენსიოს პირველი
როგორც იქნა, მოიგო "ესპანიოლმა", რომელმაც შინ "დეპორტივო" დაამარცხა - 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში ბურგუიმ თავით დაუგდო მარკო ასენსიოს და "რეალის" აღზრდილების კომბინაცია მანამდე შესანიშნავად მოთამაშე ხერმან ლუქსის კარში გოლით დასრულდა. "დეპორტივოს" ძალიან აკლდა საუკეთესო ბომბარდირი ლუკას პერესი. ასენსიომ პრიმერაში პირველი გოლით, "ესპანიოლის" რუმინელი თავკაცი კონსტანტინ გალკა სავარაუდო მოხსნისგან იხსნა.

გუიდეტის დუბლით
სევილიაში "ბეტისის" უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ხიხონელებმა მასპინძლები კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ჰალილოვიჩის პასით კარლოს კასტრომ დააწინაურა "სპორტინგი". "ბეტისმა" მალევე გაათანაბრა. ეს არგენტინელმა მცველმა ხერმან პეცელამ შეძლო - 1:1.

სამწუხარო ამბავი მოხდა ტრიბუნაზე - "ბეტისის" ერთ-ერთ გულშემატკივარს გულმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. არადა, მატჩიც წუთიერი დუმილით დაიწყო - ბულგარეთში გულის შეტევით გარდაცვლილი ტრიფონ ივანოვის გამო, რომელსაც წარსულში "ბეტისში" უთამაშია.

ვიგოში "სელტა" იოლად უგებდა "ეიბარს", თუმცა ბოლოსკენ ანერვიულა ფანები - 3:2. დუბლით გამოირჩა "სელტას" შვედი ფორვარდი იონ გუიდეტი, ხოლო დიდი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ნოლიტო.

რისკიანი ხემესი
პაკო ხემესი უფრო რისკიანი აღმოჩნდა, ვიდრე უნაი ემერი. შედეგად, "რაიო ვალეკანომ" ქულა გადაარჩინა "სევილიასთან" მატჩში, რომელშიც ანდალუსიურმა კლუბმა 17 კუთხური მოაწოდა.

"სევილია" ნ'ზონზისა და იბორას გოლებით დაწინაურდა. აქ ხემესმა პირველივე ტაიმში შეიყვანა ემბარბა და მანუჩო. სწორედ მანუჩომ გაქვითა ერთი გოლი, მეორე ტაიმში კი ვენესუელელმა მიკუმ "ელვებს" ქულა გადაურჩინა - 2:2. ემერიმ ამის შემდეგ ინება კონოპლიანკასა და ბანეგას გამოყვანა, მაგრამ გვიანი იყო. ამ სეზონში "სევილიას" კვლავ არ მოუგია სტუმრად.

Adios otra Liga
შეიძლება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ზინედინ ზიდანის გუნდი საჩემპიონო რბოლიდან განზე გადგა, "ბარსასთან" ჩამორჩენა უკვე 9 ქულაა. არადა, 33-ე წუთზე ტონი კროოსის ჩაწოდებულს კრიშტიანო რონალდომ თავი დაუხვედრა და "რეალი" მალაგაში დააწინაურა.

3 წუთში პორტუგალიელმა თავისივე მოპოვებული პენალტი დაარტყა და... კარლოს კამენის ვერ აჯობა. მეორე ტაიმში კი "მალაგას" მცველების მოულოდნელი კომბინაცია (ველიგტონი-ალბენტოსა) გოლით დასრულდა - 1:1. "დავემშვიდობოთ კიდევ ერთ ჩემპიონატს", - წერს გაზეთი "მარკა".

ჩვენს ვარაუდს კატეგორიულად არ ეთანხმება ზიზუ: "შანსები არ დაგვიკარგავს, "რეალი" ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონობისათვის. წინ კიდევ 13 ტურია. ორი ქულის დაკარგვით არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი. შესაძლოა, ჟურნალისტები ფიქრობთ, რომ "რეალი" ვეღარ იბრძოლებს ტიტულისთვის, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბილბაოში ბასკურ დერბიში 50 ათასამდე მაყურებელმა 12 გაფრთხილება და მხოლოდ ერთი გოლი იხილა და ისიც "ატლეტიკის" კარში. "სოსიედადის" გამარჯვების გოლი ჟონათასმა გაიტანა.

"ვალენსიამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ამჯერად, 2:1 დაამარცხა სტუმრად "გრანადა". ტურის ბოლო შეხვედრაში "ატლეტიკომ" ვერაფერი მოუხერხა "ვილიარეალს" - 0:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXV ტური

19 თებერვალი
ლევანტე-ხეტაფე 3:0
გოლები: 1:0 მორალესი (10), 2:0 ჯ. როსი (43-პენ), 3:0 ვერდუ (81)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ლერმა, დ. ნავარო, მეჯანი, ტონიო - ვერდუ, ვერსა, სიმაო, მორალესი (86. კუერო) - დეივერსონი (46. კამარასა), ჯ. როსი (76. ვ. კასადესუსი)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, კალა, იოდა - ჯ. როდრიგესი (72. მედრანი), ვ. როდრიგესი - პედრო ლეონი (58. ვანდერსონი), სარაბია, მ. გომესი (58. შჩეპოვიჩი) - ა. ვასკესი
გაფრთხილება: დეივერსონი, ვერსა - ვერხინი, გუაიტა
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 12-14 (6-6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 13 665

20 თებერვალი
ლას პალმასი-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (6), 1:1 ვილიან ჟოზე (10), 1:2 ნეიმარი (39)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია (87. ნილი), აიტამი, ბიგასი, გარიდო - როკე - ელ ჟარი (76. არაუხო), ტანა, ვიერა (66. ლემოსი), მომო - ვილიან ჟოზე
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, მასკერანო, მატიო, ალბა - არდა თურანი (46. რაკიტიჩი), ს. რობერტო (70. ვერმალენი), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: ლემოსი - არდა თურანი, ალვეში
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 16-13 (3-8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 26 951

ესპანიოლი-დეპორტივო 1:0
გოლი: 1:0 ასენსიო (52)
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, ო. დუარტე, ვ. ალვარესი - დიოპი, აბრაამი - ასენსიო, ვ. სანჩესი (83. როკო), ბურგუი (71. მორენო) - კაისედო (93. სევილია)
დეპორტივო (4-3-3): ლუქსი - ხუანფრანი (68. ლუიზინიო), არიბასი, სიდნეი (26. ლაურე), ფ. ნავარო - ბორხესი (78. ფედე კარტაბია), ბერგანტინიოსი, მოსკერა - ფახრი, რიერა, ლუის ალბერტო
გაფრთხილება: ასენსიო, სანჩესი, კაისედო - არიბასი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 19-4; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-17 (9-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 28 455

ბეტისი-სპორტინგი 1:1
გოლები: 0:1 კ. კასტრო (65), 1:1 პეცელა (67)
ბეტისი (4-4-2): ადანი - მონტოია, პეცელა, ბრუნო, ხ. ვარგასი - მუსონდა, პეტროში (69. სებალიოსი), ნ'დიაი, კადირი (79. მოლინა) - ვან ვოლფსვინკელი (53. ხოაკინი), რ. კასტრო
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ვრანიეში, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - ს. ალვარესი, რაშიდი - კარმონა (85. ლორა), ჰალილოვიჩი, მენენდესი (69. ხონი) - კ. კასტრო (81. გერერო)
გაფრთხილება: მონტოია, ნ'დიაი - ალვარესი, ლოპესი, ვრანიეში
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 15-25; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17-4 (6-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 41 345

სელტა-ეიბარი 3:2
გოლები: 1:0 გუიდეტი (30), 2:0 ხონი (39), 3:0 გუიდეტი (69), 3:1 ს. ბერხონი (83-პენ), 3:2 ინუი (86)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - ვასი (85. რადოია), მ. დიასი, პ. ერნანდესი - ასპასი, გუიდეტი (78. ბოვიუ), ბონგონდა (71. ნოლიტო)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - ლილიო (46. კაპა), მ. დოს სანტოსი, ანსოტეგი, ჟუნკა - ესკალანტე, რადოშევიჩი (66. ს. ბერხონი) - ჟოტა, ადრიანი, ინუი - ბასტონი (71. ენრიჩი)
გაფრთხილება: ერნანდესი, გომესი, ნოლიტო - ლილიო, კაპა
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 6-25; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 14-7 (9-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 14 724

21 თებერვალი
ვალეკანო-სევილია 2:2
გოლები: 0:1 ნ'ზონზი (10), 0:2 იბორა (20), 1:2 მანუჩო (43), 2:2 მიკუ (62)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ტიტო, ზე კაშტრო, დ. ლორენტე, ნაჩო (35. ნაჩო) - ბაენა (28. ემბარბა), ტრაშორასი - პ. ერნანდესი, ხოსაბედი, ბებე (78. დორადო) - მიკუ
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, რამი, ფასიო, ტრემულინა - კრისტოფორო (66. კარიშო), ნ'ზონზი - ვიტოლო (80. კონოპლიანკა), იბორა (66. ბანეგა), კრონ-დელი - გამეირო
გაფრთხილება: ბაენა, ხოსაბედი, მიკუ, ემბარბა, ლორენტე, ერნანდესი - კოკე, ბანეგა
კუთხური: 3-17; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 13-14 (4-7); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 12 375

მალაგა-რეალი 1:1
გოლები: 0:1 რონალდო (33), 1:1 ალბენტოსა (66)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი - ხუანპი (89. დუდა), რესიო, ნაჩო კამაჩო, ორტა (63. ფორნალსი) - შარლესი, ჩოპი (81. სანტა კრუსი)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი - ხესე (61. ლ. ვასკესი), ისკო (75. ხ. როდრიგესი), რონალდო
შენიშვნა: რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი (36)
გაფრთხილება: ტორესი, ველიგტონი, შარლესი, კამაჩო, კამენი - მარსელო, მოდრიჩი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11-14 (5-7); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 30 372

ბილბაო-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 ჟონათასი (17)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე (78. იტურასპე), ბენიატი - სუსაეტა (74. ვიგერა), მუნიაინი, ვილიამსი (36. რაულ გარსია) - ადურისი
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ა. ელუსტონდო, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, დ. რეიესი (68. პარდო), ილიარამენდი - ველა (75. პარდო), ჟონათასი (91. ზურუტუზა), ოიარზაბალი
გაფრთხილება: სუსაეტა, სან ხოსე, გარსია, ადურისი, გურპეგი, დე მარკოსი - ილიარამენდი, რეიესი, ჟონათასი, ველა, ელუსტონდო, რული
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 9-9 (2-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 47 603

გრანადა-ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 პარეხო (55), 0:2 მინა (90), 1:2 მენდესი (93)
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში, რ. კოშტა, ლომბანი, ფულკიე - რ. პერესი (69. კუენკა), ფ. რიკო - საქსესი, როჩინა, პენიარანდა (46. მენდესი) - ბარალი (62. ელ-არაბი)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - კანსელო, მუსტაფი, სანტოსი, სიკეირა (84. ბარაგანი) - ე. პერესი, პარეხო - ფეგული (78. მინა), ანდრე გომეში, ჩერიშევი (68. პიატი) - პ. ალკასერი
გაფრთხილება: პერესი, საქსესი - პარეხო, კანსელო, ალვეში
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-10 (4-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 14 735

ატლეტიკო-ვილიარეალი 0:0
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი (81. კრანევიტერი), ა. კორეა (69. ვიეტო) - გრიზმანი (62. ო. ტორესი), ფ. ტორესი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბონერა, რუისი, ბაილი - რუკავინა, ბრუნო სორიანო, პინა, კასტილიეხო (67. დ. სუარესი) - სოლდადო (64. ადრიანი), ბაკამბუ (82. ლ. ბაპტიშტაო)
გაფრთხილება: გაბი, ლუიში - კასტილიეხო, ბაილი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-5 (3-0); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 45 323

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
26 თებერვალი:
ეიბარი-ლას პალმასი

27 თებერვალი:
რეალი-ატლეტიკო, ხეტაფე-სელტა, სპორტინგი-ესპანიოლი, ბეტისი-ვალეკანო, რეალ სოსიედადი-მალაგა

28 თებერვალი:
ვილიარეალი-ლევანტე, ვალენსია-ბილბაო, დეპორტივო-გრანადა, ბარსელონა-სევილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული