ნეიმარს ესპანეთის მოქალაქეობის მიღება სურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ესპანეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ESPN იუწყება. წყაროს ცნობით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს სურს, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს.

თავის მხრივ, ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ვაგნერ რიბეირომაც დაადასტურა.

სულ მალე გახდება სამი წელი მას შემდეგ, რაც ნეიმარი ესპანეთში ცხოვრობს, ეს კი უფლებას აძლევს მას, შესაბამისი პროცედურა დაიწყოს. თუკი ნეიმარი ესპანეთის მოქალაქე გახდება, ის ლეგიონერად აღარ ჩაითვლება.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ნეიმარმა მიაღწია შეთანხმებას "ბარსელონასთან" თავისი კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე. ამჟამინდელი შეთანხმება 2018 წლამდეა გათვლილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული