ვინღა უნდა იყიდოს პერესმა, ყველა საუკეთესო უკვე "ბარსაშიაო"

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსთან" განცდილმა მტკივნეულმა მარცხმა მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ცვლილებების აუცილებლობაზე ჩააფიქრა. ყოველ შემთხვევაში, ასე წერს პირინეული მედია.

ზიდანის კარტ-ბლანში
ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერია. "სამეფო კლუბისათვის" დიდი ვერაფერი სეზონი გამოდის. ჯერ ერთი, გნებავთ, რაფა ბენიტესისა და გნებავთ, ზინედინ ზიდანის დროს გუნდმა ვერაფრით ისწავლა სტუმრად თამაში. ზიდანის ხანაში "რეალი" "ბერნაბეუზე" მაინც იგებდა თამაშებს, ახლა კი ეს ილუზიაც საპნის ბუშტივით გასკდა.

"რეალს" აღარ აქვს ესპანეთის ჩემპიონობის შანსი. ყველასათვის ნათელია, რომ ამ შანსს "ბარსელონა" ხელიდან არ გაუშვებს და ესეც არ იყოს, "ატლეტიკოც" წინაა. და
ვინ იტყვის, რომ ამ ჯოჯოხეთური კონკურენციის პირობებში "სამეფო კლუბი" აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? ვერც ვერავინ. მოკლედ, დიდი შანსია, "რეალი" მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩეს, რაც კლუბის ხელმძღვანელობისათვის ნამდვილი ტრაგედია იქნება.

სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ფლორენტინო პერესი "რეალის" მწვრთნელს ამდენს არ მოუთმენდა, მაგრამ საქმე ზინედინ ზიდანს ეხება. "ზიზუ" სულ ცოტა ხნის წინ მივიდა "ბერნაბეუზე" და ახლა მისი გაწირვა საზოგადოების თვალში არაპოპულარული საქციელი იქნება. ამ ეტაპზე პასუხი ფეხბურთელებმა უნდა აგონ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა სრული ნდობა გამოუცხადა ზიდანს და უფლება მისცა ფრანგ მწვრთნელს, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა მომავალ სეზონში.

ხელშეუხებელი აღარავინაა
პერესს ზიდანისთვის პირდაპირ უთქვამს, "რეალში" ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არსებობს, შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გსურსო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფლორენტინოს სიტყვას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ ახლა ასეთი სიტუაციაა.

რას ნიშნავს ეს? სტრიქონებს შორის დიდი ჩაძიება სულაც არ სჭირდება იმ ამბავს, რომ თუ ამბები იმ სცენარით განვითარდა, რასაც ესპანური მედია წინასწარმეტყველებს, სეზონის ბოლოს "რეალს" სულ მცირე, ერთი ან ორი მეგავარსკვლავი მაინც დატოვებს.

ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც "რეალის" მთავარ მწვრთნელად ზიდანი დაინიშნა, მას ურთიერთობა ვერ აეწყო გუნდის კოლუმბიელ ვარსკვლავთან, ხამეს როდრიგესთან. ზიდანი ისკოს ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია და ცხადია, ეს სამხრეთამერიკელს არ მოსწონს. ის "რეალში" სკამზე დასაჯდომად არ მისულა.

ხამესს ახლა მაინც ეძლევა შანსი. რა იქნება მას შემდეგ, რაც გარეთ ბეილი გამოჯანმრთელდება? ადვილი წარმოსადგენია - კოლუმბიელი სკამზე გადაინაცვლებს, ესა კი მის გეგმებში არანაირად არ შედის.

ამბობენ, რომ ხამესს უკვე ჰყავს სოლიდურზე სოლიდური მსურველი - "მანჩესტერ იუნაიტედი", სადაც სეზონის დასრულების შემდეგ, წესით, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს.

რონალდოს საკითხი
და მაინც, როცა "რეალის" თაობაზე ვსაუბრობთ, ყველაზე საინტერესო ისაა, რა ბედი ეწევა სეზონის ბოლოს კრიშტიანო რონალდოს. რონალდოს ბოლო ამბები მოგეხსენებათ - მან "ატლეტიკოსთან" თამაშის შემდეგ თანაგუნდელებს სათამაშო დონე დაუწუნა. თქვა, ყველა ჩემი დონისა რომ იყოს "რეალში", ამ დღეში არ ვიქნებოდითო.

მოგვიანებით პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მას არასწორად გაუგეს, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. სიტყვა უკვე ნათქვამია და ის გამგებმა გაიგო. ზინედინ ზიდანს ეს ნამდვილად არ ესიამოვნებოდა.

აი, ახალი ვერსია: სეზონის დასრულების შემდეგ "რეალი" პორტუგალიელ პრიმას შეელევა და მის ნაცვლად მიუნხენის "ბაიერნის" სუპერფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის იყიდის, ვინც ახლა დიდებულ ფორმაშია.

ანჩელოტისაც დასჭირდება
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვერსიაა და მეტი არაფერი. ცხადია, ჩვენ გვახსოვს სუპერტრანსფერები, მაგრამ ამ გარიგების განხორციელება იოლ საქმედ როდი მოჩანს. გასაგებია, რომ ლევანდოვსკი ზიდანს ძალიან მოსწონს, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს.

რამდენად მისაღები იქნება "ბაიერნისათვის" ეს ტრანსფერი? რამდენად დაყაბულდება ამას გერმანელთა ახალი იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი? რა თქმა უნდა, კარლო მიუნხენში შედეგის დასადებად მიდის. რა თქმა უნდა, ანჩელოტის დასჭირდება პოლონელი ფორვარდი.

საერთოდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პერესმა ახალი გუნდის აშენება ჩაიფიქრა. ბევრის აზრით, ამის დრო უკვე მოვიდა. "რეალმა" რაღაც უნდა დაუპირისპიროს "ბარსელონას", რომელიც დღეს ხომ პირველია და წესით, კიდევ კარგა ხანს უნდა დარჩეს ოლიმპოზე.

ფაქტია: მესი-ნეიმარი-სუარესი-ინიესტას ოთხეულს შეჩერება სჭირდება. ეს ვერ შეძლო ამ ფორმაციის "რეალმა" და ახლა სხვა გუნდმა უნდა სცადოს. ფლორენტინო პერესი ვერ შეეგუება იმას, რომ "რეალი" მარად მეორე დარჩეს.

ამ გზაზე მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. პერესი არაფერს მოერიდება, ოღონდ "რეალს" ძველი სიმაღლეები დაუბრუნოს. ექსპერტები ხუმრობენ, ვინღა უნდა იყიდოს პერესმა, ყველა საუკეთესო უკვე "ბარსაშიაო"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
იტალიაზე ვინც წერს მარტო იუვე ყავთო და სხვა გუნდებს დასცინიან იტალიური გუნდები ტუ გახსოვთ 2000 წლებშიც დაიჩრდლილენ რამოდენიმე სეზონი მერე აკრიპეს და სამი იატლიურმა გრანდმა იტამაშა ნახევარ ფინალი.და ცნობისთვის მილანს რეალის მერე ყველაზე მეტჯერ აქვს ლიგა მოგებული.რა ბარსას არ ქონდა ჩავარდნა ვალესიასტან წაგების მერე ნახევარ ფინალში.კარგა ხანი ვერ გაცდა 8 ფინალს იტალიელები და ინგლისელები თამაშობდნენ.ზოგიერთები 4 წელია მარტო უყურებს ფეხბურთს და ბარსა რეალის და ჩელსის მეტი გუნდებზე არაფერი იციან.მიუხედავად კრიზისისას იუვემ მაინც შედზლო ფინალის თამაში.და რომარ ერთი კაცი ბარსაში ჩემპიონიც გახდებოდა ბებერი პირლოთი და ბუფონით.გერმანის ქლები ს პრინციპით ტორე დორტმუნდი ბავარიას გარდა რომელი წარმოადგენს რამეს?4 ადგილი რო მიცეს.და ბოლოს ინტერმა მესისი ბარსელონას და დაა ასევი დზლიერ ბავარიას მოუგო ლიგა.და თუ რონალდო გადავა ინტერში ან მილანში რა ნეკლები ტრადიციები აქვთ ვინმეზე?ფულით ტუ გაგაჩეს თორე.მილანის გარეშე ლიგა მოგწოთ და ინტერის?ბარსა და რეალი გამოაკელი და ევროპა ლიგა უფრო დზლიერი ჩემპიონატად იგცევა.
lasha
12:25 04-03-2016
0
იტალიურ კლუბებს ადრეც ჰქონდათ საშუალება მაგრამ გაიხსენეთ რა გუნდები იყვნენ მილანი და იუვენტუსი 2000-იან წლებში, ადგილობრივი ვარსკვლეცებიც ჰყავდათ, უცხოელი ვარსკვლაცვებიც და ტიტულებსაც იგებდნენ, ნაკრებმა კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
გურამ დელიბაშვილი
11:29 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული