ლა ლიგა. XXVII ტური და XXVIII ტურის წინ: ზიდანი და კომპანია "ბერნაბეუზე" ბრუნდება

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტური წუხელ მადრიდში დასრულდა, ლიდერი "რაიო ვალეკანოს" ესტუმრა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. წინ კი უკვე ახალი ტურია - შაბათიდან ესპანეთის სტადიონები კვლავ აგუგუნდება.

ახალი რეკორდი
მაშ ასე, წუხელ "ბარსელონამ" ესპანეთის ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 35 მატჩი წაუგებლად. რა თქმა უნდა, რეკორდი "ბარსამ" "რეალს" ჩამოართვა. "ელვებს" "ბარსასთან" თამაშში ორი ფეხბურთელი გაუძევეს. ეს, რა თქმა უნდა, სტუმრებს ეყოთ მეტოქის გასანადგურებლად - 5:1. არდა თურანმა პირველი გოლი გაიტანა პრიმერაში "ბარსელონას" მაისურით, ხოლო ლეო მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მესტალია" და "ატლეტიკო"
ტურის ცენტრალური მატჩი უთუოდ "მესტალიაზე" გაიმართება, სადაც "ვალენსია", რომელიც მეტ-ნაკლებად ფეხზე დადგა და ცხრილის ზედა ნაწილშიც ავიდა, "ბარსას" მდევარ "ატლეტიკოს" მასპინძლობს. განწყობა დიეგო სიმეონეს გუნდს საუკეთესო აქვს - "რეალი" დერბიში დამარცხებულია, თანაც მისსავე მოედანზე, საუკეთესო ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა კი უგოლო სერია, რომელიც ერთობ გაუგრძელდა, შესანიშნავი კომბინაციის დაგვირგვინებით შეწყვიტა "სანტიაგო ბერნაბეუზე". "რეალს" "ატლეტიკომ" "რეალ სოსიედადიც" მიაყოლა.

გარი ნევილის "ვალენსიამ" კი 2:1 მოუგო სტუმრად "მალაგას". ერთი გოლი მართლაც ტრაგიკომიკური გამოდგა, ის "მალაგას" გოლკიპერ კარლოს კამენის "ეკუთვნის", თუმცა რუსმა დენის ჩერიშევმა აღიარა, რომ იმ მომენტში აფრიკელ მეკარეს უნებურად დააბიჯა ფეხი.

რა აღელვებს "ატლეტიკოს"? რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, დიეგო გოდინია. ურუგვაელი არა მხოლოდ პრიმერას, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ეს დერბიშიც აჩვენა. დიეგო "სოსიედადთან" მატჩის 53-ე წუთზე დაიმტვრა, რის გამოც მას 126-მატჩიანი შეუცვლელი სერია შეუწყდა. ამ მატჩამდე გოდინი ბოლოს 2012 წლის სექტემბერში (!) გამოცვალეს. თუმცა მისი თამაში ბოლომდე გამორიცხული არ არის.

"როხიბლანკოს" კიდევ ერთი პრობლემა გადაღლილობაა, გუნდმა ბოლო 10 დღეში 474 კილომეტრი ირბინა მოედნებზე. "ატლეტიკოს" სარეკორდოდ ცოტა გოლი აქვს გაშვებული და "ვალენსიას" იან ობლაკის კარის დალაშქვრა, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს. ისტორია კი "ღამურების" მხარესაა - ურთიერთშეხვედრებში ისინი ლიდერობენ, მით უფრო, თუ მხოლოდ "მესტალიაზე" გამართულ მატჩებს გავითვალისწინებთ.

ზიდანმა უნდა დაამტკიცოს
"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუს" უბრუნდება. გუნდმა წინა ტურში "ლევანტე" დაამარცხა, მაგრამ ვერაფრით ვიტყვით, რომ ეს ლაღი თამაშით მოახერხა. "რეალის" ფანებმა მხოლოდ ბოლო წუთზე ამოისუნთქეს, როცა ვალენსიაში "რეალმა" მესამე გოლი გაიტანა.

კრიშტიანო რონალდო კვლავ რჩება ყურადღების ცენტრში, ძირითადად, თავისი გამონათქვამების გამო. ახლა პორტუგალიელმა შემდეგი თქვა - ვოცნებობ ისეთი გოლის გატანას, როცა მეტოქე გუნდის ყველა ფეხბურთელს მოვატყუებო. იმედია, "სელტასთან" თამაშში კრიშტიანო ამის გაკეთებას არ შეეცდება და ისევ ვიდეოთამაშებში ცდის ბედს.

ზინედინ ზიდანს უამრავი პრობლემა კვლავ რჩება, მთავარი კი ისაა, რომ კვლავ ვერ აღდგება ცნობილი ტრიო - რონალდოს ვერ გაუწევს პარტნიორობას ქარიმ ბენზემა და, ალბათ, ვერც - გარეთ ბეილი. აი, მოწინააღმდეგის ბანაკში კი, პირიქით, სიტუაცია გამოსწორდა - მხოლოდ ერთი ფეხბურთელია ტრავმირებული, ისიც სეზონის დასაწყისში გამოკლებული ანდრეუ ფონტასია, რომლის გარეშეც გალისიურმა კლუბმა უკვე კარგა ხანია, ისწავლა თამაში.

ზიდანის ხელმძღვანელობით, გუნდთან ერთად ბეილმაც ივარჯიშა, მარსელომაც და მოდრიჩმა, მაგრამ სათამაშო კონდიციებამდე ამ სამეულს მაინც ცოტა აკლია და ახლა ყველაფერი ექიმთა შტაბისა და ფრანგი თავკაცის გადასაწყვეტია.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ამ ორი გუნდის მე-100 დაპირისპირება ლა ლიგის ისტორიაში.

"ბარსა" ისევ საქმეში
"ბარსელონამ" წინა ტური ბოლოს დაასრულა და უკვე კვირას ლუის ენრიკეს გუნდს "ეიბარი" ელის. გუნდი, რომლის თამაშებზეც დაახლოებით იმდენი ადამიანი დადის, რამდენიც "ბარსას" საჩვენებელ ვარჯიშებზე.

პატარა ბასკური ქალაქის გუნდი შარშანდელი სეზონივით, მოულოდნელი სტარტის შემდეგ, თავქვე ეშვება, თუმცა ამჯერად, მისი გავარდნა (შარშან გუნდი გავარდა, მაგრამ "ელჩე" დააქვეითეს მის ნაცვლად, რადგან ვალენსიურ კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა) ნაკლებად მოსალოდნელია.

სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ "ხეტაფესა" და "სევილიას" დაპირისპირებას ერთი მიზეზით - ამ შეხვედრაში აუცილებლად შეწყდება ერთ-ერთი სერია - ან "ხეტაფე" 7-მატჩიანი წაგებების სერიას დაასრულებს, ან "სევილია" - სეზონის მოუგებელ სერიას.

XXVII ტური
3 მარტი
გრანადა-სპორტინგი 2:0
გოლები: 1:0 ელ-არაბი (72-პენ), 2:0 საქსესი (93)
გრანადა (4-4-2): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში, ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი - როჩინა (80. კუენკა), დუკურე, ფ. რიკო (65. რ. პერესი), საქსესი - ელ-არაბი, პენიარანდა (69. ბარალი)
სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - ვრანიეში (86. დანი ნდი), ლ. ერნანდესი, მერე, კანელია - ლორა, მასკარელი, ს. ალვარესი, ხონი - კ. კასტრო (68. ჰალილოვიჩი), სანაბრია
გაფრთხილება: კოსტა, ლოპეში, პენიარანდა, ბაბენი, ელ-არაბი, პერესი, საქსესი - მერე, ლორა, მასკარელი, ალვარესი
გაძევება: ალვარესი (84)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 24-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-4 (8-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 15 761

ესპანიოლი-ბეტისი 0:3
გოლები: 0:1 რ. კასტრო (10), 0:2 პეცელა (20), 0:3 ხ. ვარგასი (71)
ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი (62. ბურგუი), ა. გონსალესი, ო. დუარტე, ვ. ალვარესი (46. როკო) - ასენსიო, დიოპი, ვ. სანჩესი, ერნანი (79. აბრაამი) - კაისედო, მორენო
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო, პეცელა, ბრუნო, ხ. ვარგასი - ნ'დიაი, სებალიოსი (84. პორტილიო) - სეხუდო (79. ხოაკინი), ფაბიანი (57. ხ. ტორესი), მუსონდა - რ. კასტრო
გაფრთხილება: კაისედო, ერნანი, დუარტე, სანჩესი - ბრუნო, მოლინერო
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 16-9 (3-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 23 714

ვალეკანო-ბარსელონა 1:5
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (22), 0:2 მესი (24), 0:3 მესი (53), 1:3 მანუჩო (57), 1:4 მესი (72), 1:5 არდა თურანი (86)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი, დ. ლორენტე, კრესპო, ტიტო - იტურა, ტრაშორასი - ემბარბა, პიტი (56. კაბალიერო), ბებე (72. ამაია) - მანუჩო (80. გერა)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო (73. ა. ვიდალი), პიკე, მასკერანო, მატიო - რაკიტიჩი (66. არდა თურანი), ბუსკეტსი (77. ვერმალენი), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
შენიშვნა: სუარესმა ვერ გაიტანა პენალტი (69)
გაფრთხილება: - თურანი, ნეიმარი
გაძევება: ლორენტე (42), იტურა (67)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 6-20 (4-8); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 11 435

XXVIII ტური
შაბათი. 5 მარტი
რეალი-სელტა 19:00
დისკვალიფიკაცია: - პ. ერნანდესი
ტრავმა: მარსელო, მოდრიჩი, ბენზემა, არბელოა, ბეილი (?) - ფონტასი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +55=15-29, (217-131)

ვილიარეალი-ლას პალმასი 21:15
დისკვალიფიკაცია: - როკე მესა
ტრავმა: მუსაჩო, სამუ, ხ. კოსტა, ჯ. დოს სანტოსი - ხ. კასტილიეხო, დ. კასტილიეხო, ერნანი, ბიგასი, ნ. ალემანი (?), ვაკასო, ა. ერნანდესი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1, (11-5)

ხეტაფე-სევილია 23:30
დისკვალიფიკაცია: - ნ'ზონზი
ტრავმა: ვიგარაი, დ. სუარესი, ლაგო - კრიხოვიაკი, ანდრეოლი, პარეხა (?), ბეტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +10=4-9, (26-35)

დეპორტივო-მალაგა 01:05
დისკვალიფიკაცია: ლუქსი -
ტრავმა: სიდნეი, ხ. დომინგესი, კანი, ფაბრისიო - მასტური (?), ფლავიო, ხუან კარლოსი (?), ტისონე, ჩოპი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +12=9-4, (34-18)

კვირა. 6 მარტი
ბეტისი-გრანადა 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიჩინი, ვესტერმანი, კადირი, მონტოია - ს. რუისი (?), მაინსი (?), მარკესი, ექტორი, მ. პერეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +9=8-6, (28-24)

ეიბარი-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: ლილიო -
ტრავმა: ხაიმე, ხოტა, ეკიზა, ლუნა (?), კეკო, არუაბარენა, დელ მორალი - რაფინია, ს. რობერტო, ბუსკეტსი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=0-3, (1-8)

სოსიედადი-ლევანტე 21:15
დისკვალიფიკაცია: ოიერი -
ტრავმა: კ. მარტინესი, ბერგარა, კანალესი, რ. ნავასი (?), კაპილია, ზურუტუზა, აგირეჩე - პ. ლოპესი, ხოსე მარი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3=6-6, (18-18)

სპორტინგი-ბილბაო 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სუნიგა, ფრაილე, მუნისი - ი. გომესი, ვილიამსი, საბორიტი, უნდაბარანე
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +19=23-39, (90-150)

ვალენსია-ატლეტიკო 23:30
დისკვალიფიკაცია: კანსელო -
ტრავმა: ბაკალი, აბდენური (?), ე. პერესი - სავიჩი, ტიაგო, გოდინი, ფერეირა-კარასკო (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 151 თამაში: +57=40-54, (228-219)

ორშაბათი. 7 მარტი
ესპანიოლი-ვალეკანო 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კანიასი, სილა, არბილია - მიკუ, დ. ლორენტე (?), ხოსაბედი, ბებე (?), პ. ერნანდესი, ქუინი (?), ებერტი, კობენიო, ტონიო, რაცი, გერა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +14=10-5, (53-34)

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ბორხა ბასტონი (ეიბარი), ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბასტონს 16 გოლი აქვს და არა 19.
მერაბი
12:29 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული