ვისენტე დელ ბოსკე, შესაძლოა, ხოაკინ კაპაროსმა ჩაანაცვლოს

AutoSharing Option
როგორც AS-ი იტყობინება, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვისენტე დელ ბოსკეს ნაცვლად ხოაკინ კაპაროსის დანიშვნის ვარიანტს განიხილავს.

ფედერაციის აზრით, ნაკრებში ესპანელი სპეციალისტი უნდა მუშაობდეს. 60 წლის სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ "მალაგას", "ესპანიოლისა" და "ვალენსიას" გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს თავკაცობით, ესპანელებმა 2010 წლის მსოფლიოს და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატები მოიგეს. ესპანელმა სპეციალისტმა თავად განაცხადა, რომ 2016 წელს ის ნაკრებს დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული