"ბარსელონა" ლიონელ მესისთან კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძილევას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელძღვანელობა გეგმავს, უახლოეს მომავალში ახალი შეთანხმება გააფორმოს გუნდის არგენტინელ თავდამსხმელთან ლიონელ მესისთან. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

კატალონიურ კლუბში მესისთან კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივებაზე ფიქრობენ და სურთ, რომ ფეხბურთელმა კლუბის ახალ სტადიონზე ითამაშოს, რომლის აგება 2021/22 წლების სეზონისთვის იგეგმება. არგენტინელ ვარსკლავსა და "ბარსელონას" შორის მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდეა გათვლილი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ახალ კონტრაქტებს ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსა და თავდამსხმელ ნეიმარს უმზადებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული