მადრიდის "რეალი": ახალი კონტრაქტი კეილორ ნავასს?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის კოსტარიკელ მეკარე კეილორ ნავასს სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს.

აღნიშნულ ინფორმაციას  AS-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დაარწმუნა. ფრანგის აზრით, გუნდი ახალ მეკარეს არ საჭიროებს.

კოსტარიკელის მიმდინარე კონტრაქტი მადრიდულ გუნდთან 2020 წლამდეა გათვლილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული