ლა ლიგა. XXX ლიგა: ანტრაქტი კლასიკომდე [VIDEO]

AutoSharing Option
* "ატლეტიკოს" დამარცხებით ხიხონის "სპორტინგმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რომლის ბოლო 4 მატჩიც ასტურიულმა კლუბმა დათმო.

* ლა კორუნიის "დეპორტივომ" 13-მატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" მატჩში დაასრულა.

* "ესპანიოლმა" "ბილბაოს" 4-ტურიანი მოგებების სერია შეუწყვიტა.

* "ბარსელონას" წაუგებელი სერია 39 მატჩამდე გაიზარდა, თუმცა შეუწყდა მოგებების სერია, რომელიც 12 ტურს ითვლიდა.

"რეალის" ვარსკვლავური ტრიოს თითოეულმა წევრმა გაიტანა და "სამეფო კლუბმა" "სევილია" 4:0 გაანადგურა. რადგან "ატლეტიკომ" წააგო, ზიდანის გუნდი მას ქულამდე მიუახლოვდა, ხოლო "ბარსას" (ფრე) 10 ქულით ჩამორჩება და შემდეგი მატჩი ელ კლასიკოა...
იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

ბასტონი და ბასტიონი
იმ სტადიონზე, სადაც საქართველოს ნაკრები ივნისში ითამაშებს და "ფურია როხას" ევრო 2016-ზე გააცილებს, "ხეტაფემ" და "ეიბარმა" 1:1 ითამაშეს. ამით მადრიდელთა მოუგებელი სერია 10 მატჩამდე გაგრძელდა, ხოლო ბასკთა - ექვსამდე.

"ეიბარს" თავი ქუდში აქვს, რადგან ფინიშამდე 8 ტურით ადრე 38 ქულა დააგროვა და ძნელი წარმოსადგენია, ბასკური კლუბი გავარდეს. როგორც წესი, პრიმერაში 40 ქულის დაგროვება ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისია. სტუმრებს ქულა ბორხა ბასტონის ქუსლურმა გოლმა მოუტანა, რომელიც მისთვის სეზონში მე-17 გახლდათ. 23 წლის ფორვარდმა "მარკასგან" ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 8 ბალი.

მშვიდობით ტიტულზე ოცნებავ?
"ატლეტიკო", რომელსაც კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქედ "ბარსელონა" არგუნა, მშვიდად იგებდა თამაშს "ელ მოლინიონზე" - პირველ ტაიმში ანტუან გრიზმანმა ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ მეორე ტაიმში "როხიბლანკო" ისე "ჩაჯდა" დაცვაში, თითქოს, "ბარსელონასთან" მომავალი დაპირისპირების დეტალებზე ვარჯიშობსო.

ეს ძვირად დაუჯდა დედაქალაქის გუნდს. ჯერ საჯარიმო დარტყმით (ოღონდ რიკოშეტის დახმარებით) გოლი გაიტანა ანტონიო სანაბრიამ, ბოლოს კი ხონათანის პასით ლამის ცარიელ კარში გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა კარლოს კასტრომ გაიტანა - 2:1. შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ ძნელია, "ატლეტიკოს" ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი ვუწოდოთ. "მარკამ" 7-7 ბალით ხონათანი, სანაბრია და სტუმარი ლუკას ერნანდესი გამოარჩია.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი მიზანი იყო ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავება. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს ამოცანა შევასრულოთ. რა თქმა უნდა, კარგად ვხვდები, რომ დღევანდელი მარცხი "ატლეტიკოს", პრაქტიკულად, ყველა შანსს უკარგავს, იფიქროს ჩემპიონობაზე. ბიჭებს მადლობა თავდადებისათვის, მათ ეყოთ ძალები, ბოლოსკენ შეეტიათ, მაგრამ "სპორტინგს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ამ გუნდმა გაძლო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ექვსქულიანები
შაბათს საღამოს სამი ისეთი შეხვედრა გაიმართა, რომელთა მონაწილე გუნდები ცხრილის ქვედა ნახევარში არიან, ასეთ მატჩებს კი სეზონის ბოლოსკენ ექვსქულიანები ჰქვია.

"ლას პალმასი" ჯერ ვერაფრით იგებდა სტუმრად, ახლა კი მოუხშირა მოგებებს მეტოქის მოედანზე - კანარის კუნძულელებმა 1:0 აჯობეს "რეალ სოსიედადს" და მეტიც შეეძლოთ, ხონათან ვიერას მე-13 წუთზე თანაგუნდელ ვილიან ჟოზესთვის ბურთი ხელიდან რომ არ გამოეგლიჯა და პენალტი თავად არ დაერტყა.

ექსვალენსიელმა ვერ აჯობა მეკარე ხერონიმო რულის, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვილიან ჟოზემ საჯარიმოში დანიშნული თავისუფალი დარტყმის გათამაშების შემდეგ "დახვრიტა" კარის ხაზზე მდგომი ცოცხალი კედელი.

"გრანადამ" და "რაიო ვალეკანომ" 4-გოლიან თრილერში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. აღვნიშნავთ, რომ ბოლოს "გრანადა" 10 კაცის ამარა დარჩა (ისააკ საქსესი გააძევეს) და ძლივს გადაურჩა მარცხს. დუბლით გამოიჩინა თავი მასპინძელთა მაროკოელმა ფორვარდმა იუსეფ ელ-არაბიმ. სწორედ მან და დებიუტანტმა მეკარემ, ხესუს ფერნანდესმა მიიღეს მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება - 7 ბალი.

ლამაზი გოლები გავიდა ლა კორუნიაში (თუ არ ჩავთვლით მეკარე მარინიოს ავტოგოლს), "დეპორტივომ" 2:1 აჯობა ბოლოადგილოსან "ლევანტეს". ვალენსიელებს აშკარად გამოადგათ იტალიელი ჯუზეპე როსი, მაგრამ მხოლოდ როსის გოლებს ჯერ "ლევანტესთვის" ხეირი იშვიათად მოაქვს.

ანდალუსიური დერბი
სევილიაში ანდალუსიური დერბი ვიხილეთ - "ბეტისმა" "მალაგას" უმასპინძლა. ამ შეხვედრის ბედი მეკარე ადანის უხეშმა შეცდომამ გადაწყვიტა, როცა ის დაუფიქრებლად გამოვიდა კარიდან ჩაწოდებისას და იგნასიო კამაჩომ "მალაგას" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა - 0:1. ის და მასპინძელი დანი სებალიოსი "მარკამ" თამაშის საუკეთესო ფეხბურთელებად შერაცხა - 7,5 ბალით. "მალაგას" აღარ მოუწევს ელიტაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი.

შეწყვეტილი სერია
ბარსელონაში "ესპანიოლმა" ბილბაოს "ატლეტიკს" მოგებათა სერია შეუწყვიტა. არადა, კატალონიური გუნდი აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გაუტანა მეტოქეს - 2:1. "მარკამ" საუკეთესოდ მასპინძელთა პირველი გოლის ავტორი პაპე დიოპი დაასახელა - 8 ბალი.

"ელ მადრიგალზე"
"ელ მადრიგალზე" ჩემპიონმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა "ვილიარეალთან" მატჩში. პირველ ტაიმში ივან რაკიტიჩმა და ნეიმარმა (პენალტით) 2:0 დააწინაურეს ლუის ენრიკეს გუნდი, მაგრამ მეორეში სედრიკ ბაკამბუმ ერთი გაქვითა, რასაც ჟერემი მატიოს ავტოგოლი მოჰყვა - 2:2. მიუხედავად ვერმოგებისა, "ბარსამ" მდევარ "ატლეტიკოსთან" უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ჩემპიონს შესაძლოა, წაეგო კიდევაც, რომ არა კლაუდიო ბრავოს შესანიშნავი თამაში ("მარკა" - 8 ბალი). ბრავოს დარად, 8-8 ბალი დაიმსახურეს "ვილიარეალის" ფეხბურთელებმა: ბაილიმ, ტრიგეროსმა, დენის სუარესმა და ბაკამბუმ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირის კიდევ ერთ დაპირისპირებაში "ვალენსიამ" ვიგოს "სელტას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

XXX ლიგა
18 მარტი
ხეტაფე-ეიბარი 1:1
გოლები: 1:0 ველასკესი (7), 1:1 ბასტონი (87)
ხეტაფე (4-4-2): გუაიტა - დ. სუარესი, ველასკესი (74. ხ. როდრიგესი), კალა, ა. პერეირა - სარაბია, მედრანი (89. პედრო ლეონი), ლასენი, ვანდერსონი - შჩეპოვიჩი (61. ვ. როდრიგესი), ა. ვასკესი
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ჟუნკა - დ. გარსია, ესკალანტე - კეკო (82. ენრიჩი), ადრიანი (74. ხოტა), ინუი - ბასტონი (93. ანსოტეგი)
გაფრთხილება: სარაბია, პერეირა - ადრიანი, რამისი, დოს სანტოსი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-20 (4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 6 557

19 მარტი
სპორტინგი-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 გრიზმანი (29), 1:1 სანაბრია (79), 2:1 კ. კასტრო (89)
სპორტინგი ხ. (4-3-3): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - ს. ალვარესი, მასკარელი (56. კ. კასტრო), კასესი - პ. პერესი (69. კარმონა), სანაბრია (92. რაშიდი), ხონი
ატლეტიკო (4-1-4-1): ობლაკი - გამესი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კრანევიტერი - ა. კორეა (58. გაბი), კოკე, ს. ნიგესი, გრიზმანი (63. ფ. ტორესი) - ვიეტო (76. ხუანფრანი)
გაფრთხილება: სანაბრია, ალვარესი, მერე, პერესი, კასესი - გამესი, ხუანფრანი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-4 (3-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 24 860

სოსიედადი-ლას პალმასი 0:1
გოლი: 0:1 ვილიან ჟოზე (39)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო (73. კ. მარტინესი), დ. რეიესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, პარდო (77. გრანერო) - ველა, ჩაბი პრიეტო (62. ზურუტუზა), ოიარზაბალი - ჟონათასი
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია, ლემოსი, აიტამი, გარიდო - როკე - ელ ჟარი (74. ნილი), ტანასუ (78. მონტორო), ვიერა, მომო (87. დ. კასტელიანო) - ვილიან ჟოზე
შენიშვნა: ვიერამ ვერ გაიტანა პენალტი (13)
გაფრთხილება: ილიარამენდი, ი. მარტინესი, ელუსტონდო, ზურუტუზა - გარიდო, გარსია, ლემოსი, ტანასუ, მესა
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13-12 (3-7); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 18 952

გრანადა-ვალეკანო 2:2
გოლები: 1:0 ელ-არაბი (10), 1:1 პ. ერნანდესი (45), 2:1 ელ-არაბი (53-პენ), 2:2 ზე კაშტრო (86)
გრანადა (4-4-2): ხ. ფერნანდესი - ფულკიე, ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი - როჩინა, დუკურე (51. კრჰინი), რ. პერესი, კუენკა (79. ე. მენდესი) - ელ-არაბი (85. პენიარანდა), საქსესი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი (72. ოზბილიზი), ზე კაშტრო, კრესპო, ტიტო - ტრაშორასი, იტურა (56. მანუჩო) - პ. ერნანდესი, პიტი (39. ბებე), ემბარბა - მიკუ
გაფრთხილება: საქსესი, კოშტა - კრესპო, ქუინი, კარლოსი, ზე კაშტრო, ემბარბა
გაძევება: საქსესი (70)
კუთხური: 6-12; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 11-22 (2-6); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 18 848

დეპორტივო-ლევანტე 2:1
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (43), 1:1 ჯ. როსი (50), 2:1 მარინიო (86 ს. კ.)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, ფ. ნავარო, ლუიზინიო - ბორხესი, მოსკერა - ფახრი (83. ფახრი), ლუის ალბერტო, კანი (66. ფედე კარტაბია) - ლ. პერესი (88. ბერგანტინიოსი)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ლერმა, მედჯანი, ფედალი, ხუანფრანი (87. კუერო) - მორალესი (81. რუბენ გარსია), ვერსა, სიმაო, ვერდუ - დეივერსენო, ჯ. როსი (77. ვ. კასადესუსი)
გაფრთხილება: რიერა, ალბერტო - ლერმა, სიმაო, ვერსა
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 15-7 (15-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 24 920

ბეტისი-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 ნაჩო კამაჩო (82)
ბეტისი (4-4-2): ადანი - მონტოია (87. რუისი), პეცელა, ვესტერმანი, ხ. ვარგასი - კადირი (71. ხოაკინი), ნ'დიაი, სებალიოსი, მუსონდა - დამიაო (64. მოლინა), რ. კასტრო
მალაგა (4-4-2): ოჩოა - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი - ხუანპი (91. ატსუ), რესიო, ნაჩო კამაჩო, გ. კასტრო (66. ხუან კარლოსი) - ჩოპი (74. ფორნალსი), შარლესი
გაფრთხილება: პეცელა, მონტოია, მოლინა - ალბენტოსა, კასტრო
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-13 (5-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 31 371

20 მარტი
ესპანიოლი-ბილბაო 2:1
გოლები: 0:1 ერასო (20), 1:1 დიოპი (54), 2:1 კაისედო (57)
ესპანიოლი (4-3-3): პაუ ლოპესი - ა. გონსალესი, როკო, ო. დუარტე, რ. დუარტე - ვ. სანჩესი, დიოპი, აბრაამი - ასენსიო (53. კაისედო (84. სილა)), მორენო (71. ხ. ლოპესი), ე. პერესი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ბოვედა (64. რაულ გარსია), ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენზიაგა - იტურასპე (64. ბენიატი), მ. რიკო (54. სან ხოსე) - დე მარკოსი, ერასო, ლეკუე - ადურისი
გაფრთხილება: გონსალესი, პერესი, პ. ლოპესი - რიკო, ლეკუე, ბენიატი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 16-14 (7-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 20 753

ვილიარეალი-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (20), 0:2 ნეიმარი (41-პენ), 1:2 ბაკამბუ (57), 2:2 მატიო (63 ს. კ.)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ბაილი, რუისი, რუკავინა - დ. სუარესი (74. პინა), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, კასტილიეხო - სოლდადო (83. ლ. ბაპტიშტაო), ბაკამბუ (71. ა. ლოპესი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო, პიკე (55. მატიო), მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არდა თურანი (57. დ. ალვეში) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
გაფრთხილება: სოლდადო, ბრუნო, ასენხო, რუისი, რუკავინა, პინა, მარიო, ტრიგეროსი - თურანი, პიკე, ალბა, მასკერანო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-14 (6-6); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 24 398

ვალენსია-სელტა 0:2
გოლები: 0:1 გუიდეტი (80), 0:2 მალიო (85)
ვალენსია (4-2-3-1): რაიანი - ვეზუ, მუსტაფი, აბდენური, სიკეირა (51. გაია) - დანილო, ფუეგო - როდრიგო (71. ფეგული), მინა, ანდრე გომეში - პ. ალკასერი (79. ნეგრედო)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - ვასი, მ. დიასი - ბოვიუ (71. შეიხი), ორელიანა, ნოლიტო (89. ბონგონდა) - გუიდეტი (83. პლანასი)
გაფრთხილება: ალკასერი -
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-13 (4-6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 32 864

რეალი-სევილია 4:0
გოლები: 1:0 ბენზემა (6), 2:0 რონალდო (64), 3:0 ბეილი (66), 4:0 ხესე (86)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, ვარანი, ნაჩო, მარსელო - კროოსი, კაზემირო (76. ხ. როდრიგესი), მოდრიჩი - ბეილი (70. ხესე), ბენზემა (81. ისკო), რონალდო
სევილია (4-4-1-1): ს. რიკო - კოკე, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - დ. ფიგეირაში (46. ხ. რეიესი), კრიხოვიაკი, კრისტოფორო (72. მარიანო), ესკუდერო - იბორა (71. მუნიოსი) - გამიეირო
შენიშვნა: გამეირომ ვერ გაიტანა პენალტი (27), რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი (58)
გაფრთხილება: ვარანი, კაზემირო - რეიესი, კრიხოვიაკი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 26-8 (12-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 72 976

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - არიც ადურისი (ბილბაო), ბორხა ბასტონი (ეიბარი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
1-ლი აპრილი:
რაიო ვალეკანო-ხეტაფე

2 აპრილი:
ატლეტიკო-ბეტისი, ლას პალმასი-ვალენსია, ბარსელონა-რეალი, სელტა-დეპორტივო

3 აპრილი:
ბილბაო-გრანადა, მალაგა-ესპანიოლი, ეიბარი-ვილიარეალი, სევილია-რეალ სოსიედადი, ლევანტე-სპორტინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული