ლა ლიგა. XXX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ჯუზეპე როსის მეორე სუნთქვა

AutoSharing Option
* ანტუან გრიზმანს მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი პირველი გოლი აქვს გატანილი - 9.

* ანტონიო სანაბრია გახდა მეორე ფეხბურთელი ლა ლიგის ამ სეზონში, რომელმაც მადრიდის "ატლეტიკოს" პირდაპირ ჯარიმიდან გაუტანა, ნეიმარის შემდეგ.

* ვილიან ჟოზეს "ლას პალმასის" მაისურით ლა ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში 7 გოლი უგროვდება.

* "რაიო ვალეკანოს" უკვე 13 ტურია, მინიმუმ, ერთი გოლი გააქვს. ეს ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსგავსი სერიაა.

* "გრანადაში" ყოფნისას იუსუფ ელ-არაბიმ 11 თერთმეტმეტრიანი შეასრულა და 10 გაიტანა.

* ზე კაშტროს ჩემპიონატის ბოლო
2 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი. იქამდელ 163 შეხვედრაში მან სულ 3 ბურთი შეაგდო.

* "ლას პალმასმა" ზედიზედ 3 გამარჯვება ლა ლიგაში პირველად იზეიმა.

* "სოსიედადს" უკვე 5 ტურია, არ მოუგია და ეს ბასკების უცუდესი სერიაა ეუსებიო საკრისტანის ხელში.

* ჯუზეპე როსიმ ბოლო 6 მატჩში, რომელიც მან "ლევანტეს" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 5 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გაიტანა, 2 გაატანინა.

* გილერმო ოჩოამ "მალაგაში" ორი მატჩი დაიწყო სასტარტოში და მექსიკელმა ორივე შეხვედრაში მშრალად შეინახა კარი.

* წინა სეზონის დაწყებიდან აქამდე ივან რაკიტიჩმა 15 გოლი გაიტანა, სულ ცოტა, 11-ით მეტი, ვიდრე კატალონიელთა რომელიმე სხვა ნახევარმცველმა.

* "ბარსელონამ" მიმდინარე ლა ლიგაში უკვე 16 პენალტი გამოიმუშავა. 21-ე საუკუნეში ერთ სეზონში პრიმერადივიზიონის არც ერთ კლუბს არ მოუპოვებია ამდენი თერთმეტმეტრიანი.

* ნეიმარს ყველა ტურნირზე "ვილიარეალის" კარში 8 გოლი აქვს გატანილი. "ყვითლები" ბრაზილიელის ფავორიტი მეტოქეები არიან.

* ჟერემი მატიო გახდა "ბარსელონას" პირველი მოთამაშე, რომელმაც ამ სეზონში ავტოგოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

* "ვილიარეალი" პირველი გუნდია 2011 წლის მერე, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ "ბარსასთან" 0:2-ს აგებდა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მაშინ ეს "სოსიედადმა" მოახერხა.

* "ვალენსია" უკვე 20 ტურია, კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს. ეს ამჟამად პრიმერადივიზიონში ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. ეს, ზოგადად, სტორიაში ორი ყველაზე ცუდი სერიის, ანტირეკორდის გამეორებაა. აქამდე მსგავსი შემთხვევა ლა ლიგაში 1982/83 და 1985/86 წლების სეზონში დაფიქსირდა.

* დაბრუნებული ქარიმ ბენზემა 20 გოლით ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში საუკეთესო ფრანგი ბომბარდირია.

* მიმდინარე სეზონში ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში კეილორ ნავასმა ყველაზე მეტი (3) პენალტი მოიგერია. ეს იკერ კასილიასის რეკორდის გამეორებაა, რომელიც 2008/09 წლების სეზონში დაფიქსირდა.

* კრიშტიანო რონალდომ ერთ სეზონში 3 თერთმეტმეტრიანი პირველად გააცუდა.

* გარეთ ბეილი ახლა 43 ბურთით ლა ლიგას ყველა დროის ბრიტანელი ბომბარდირი გახდა. მან გარი ლინეკერს (42) გადაასწრო.

* შეცვლებზე შემოსვლების მერე ხესე როდრიგესმა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

* კრიშტიანო რონალდოს "სევილიას" კარში 20 გოლი აქვს გატანილი. ეს კლუბი მისი საყვარელი მეტოქეა.

* "სევილიას" ევერ ბანეგას გარეშე მატჩების 50% წაგებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული