ტიბო კურტუა მადრიდში ბრუნდება?

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდში დაბრუნდეს.

როგორც AS-ი იტყობინება, ბელგიელის შეძენით მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია დაინტერესებული, რომელიც ზაფხულს მეკარის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.

2015 წლის ზაფხულს "ჩელსი" კურტუას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა კი უცნობია რამდენს მოითხოვენ ლონდონელები ბელგიელში.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მეკარე ლონდონში დაბრუნდებამდე მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა და 3 წლის მანძილზე კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გარდა ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც კი შეეძლო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიბო კურტია და მუშნი ზარანდია რეალში ბრუნდებიან
SULIKO
20:34 27-03-2016
0

სიახლეები პოპულარული