რენოვადო ანუ გაახანგრძლივა, ასეთი სათაური ამშვენებს დღევანდელ "მარკას". ლაპარაკია, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზე, რომელმაც ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, გადაწყვიტა, კონტრაქტის გახანგრძლივება "ბარსელონასთან". გვარდიოლა ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა ამ საკითხს, 40 წლის სპეციალისტს სეზონის ბოლომდე ჰქონდა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი და ის მომხრე იყო შემდეგი ფორმულის: ხელშეკრულება ყოველი სეზონის ბოლოს გახანგრძლივდეს. პეპი ამას მოტივაციის მუდმივად შენარჩუნების სურვლით ხსნიდა, თუმცა მისი სიფრთხილე აძლიერებდა ეჭვს, რომ გვარდიოლას მართლა უჭირავს ინგლისისკენ თვალი, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრედ მიაჩნიათ.
და აი, "ბარსელონას" ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:
ხოსეპ გვარდიოლა 2008 წელს გახდა "ბარსას" თავკაცი, როცა ფრანკ რაიკაარდი შეცვალა. მას შემდეგ "ბლაუგრანამ" არნახულ წარმატებას მიაღწია - ორჯერ მოიგო პრიმერა, ერთი კოპა, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2009 წელს პეპი თითქმის ყველა გამოცემის მიხედვით გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი.