ახალი მსხვერპლი პორტუგალია

AutoSharing Option

პრიმერას 22-ე ტურმა მორიგი მწვრთნელი შეიწირა - სანტანდერის "რასინგმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიგელ ანხელ პორტუგალი თანამდებობიდან განთავისუფლებულია. კანტაბრიელები ჩემპიონატში სუსტად ასპარეზობენ, მე-17 ადგილზე არიან და მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონაში მყოფ "ლევანტეს". 55 წლის პორტუგალი მეორედ ეთხოვება "რასინგს", პირველად ის 2006-07 წლების სეზონში ედგა კლუბს სათავეში. 2009 წლის ნოემბერში "რასინგმა" ხუან კარლოს მანდია მოხსნა და პორტუგალი მთავარ მწვრთნელად დააბრუნეს, მაშინ მას 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა ახლა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია არ აპატიეს.

ამბობენ, რომ პორტუგალი კანტაბრიული კლუბის ახალი მეპატრონის, ინდოელი

აჰსან ალი საიედის უშუალო მითითებით მოხსნეს. ფეხბურთელობის პერიოდში პორტუგალს "რეალში" უთამაშია და 1980 წელს ესპანეთის ჩემპიონიც გახდა.
"მარკა" განთავისუფლებული მწვრთნელის სავარაუდო შემცვლელის ვინაობასაც გვთავაზობს - ლაპარაკია, მარსელინო გარსია ტორალზე, 45 წლის სპეციალისტზე, რომელიც "რასინგის" ყოფილი ფეხბურთელია, 2007-08 წლების სეზონში კი ამ გუნდს უკვე წვრთნიდა ერთხელ. ბოლოს მარსელონო "სარაგოსას" თავკაცი იყო, 2009 წლის ნოემბერში ის მოხსნეს და მას შემდეგ უმუშევარია. მეორე კანდიდატად ხოსე ლუის მენდილიბარსაც განიხილავენ.     

ტურის რჩეულნი

მესი და რონალდო, ისევ ერთად

Gოალ.ცომ-მა გამოაქვეყნა 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები, ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "ატლეტიკოს" კარში ჰეთთრიკის ავტორი ლეო მესია. დღეს მხოლოდ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილთა სიას შემოგთავაზებთ: ტონიო (რასინგი) - ანდონი ირაოლა (ბილბაო), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), მიგელ ფლანიო (ოსასუნა) - მესუთ იოზილი (რეალი), ტინო კოსტა (ვალენსია), ხაიმე გავილანი (ხეტაფე), სისკო მუნიოსი (ლევანტე) - ადრიან კოლუნგა (ხეტაფე), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული