ლა ლიგა. XXXII ტურის წინ: დამშვიდობება გალისიურად - Adeus ვალერონ!

AutoSharing Option
კლასიკო მოლეულია, ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტური რჩება: "ბარსელონა" 6 ქულით უსწრებს "ატლეტიკოს", ხოლო შვიდით - "რეალს". ლუის ენრიკეს გუნდს ახლახან ორივესთან ჰქონდა ბატალიები და ერთთან კიდევ ელის.

ჩურიურდინთან
ჩემპიონი სან სებასტიანში "ჩურიურდინს" სტუმრობს. ეს მათი 138-ე დაპირისპირებაა ლა ლიგაში. შაბათს ლუის ენრიკეს გუნდმა ელ კლასიკო წააგო და ლა ლიგას სიცოცხლე დაუბრუნა. მართალია, ჩემპიონთა რბოლაში "ბარსა" ისევ აშკარა ფავორიტია, მაგრამ 7 ტურში 6-7 ქულის განიავება კიდევ შესაძლებელია. "რეალთან" წაგებას მოჰყვა "ატლეტიკოსთან" გამარჯვება მომქანცველ სალიგო მატჩში.

კატალონიელებს ოთხშაბათს საპასუხო მატჩი ელით "ვისენტე
კალდერონზე".

მას მერე, რაც "რეალ სოსიედადი" ექსბარსელონელმა ეუსებიო საკრისტანმა ჩაიბარა, ბასკთა პროგრესი აშკარაა. "ჩურიურდინმა" წინა ტურში მოახერხა და "სევილიას" საშინაო მოგებების 13-მატჩიანი სერია მარცხით შეუწყვიტა.

51 წლის სპეციალისტმა ნოემბერში შეცვალა დევიდ მოიესი, რომელმაც ვერც ბასკეთში გაამართლა.

ლუის ენრიკეს არ ეყოლება მთავარი დამრტყმელი ძალა, ლუის სუარესი, რომელმაც ამ სეზონში 45 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა და რონალდოს (1996-97 სეზონი) მიღწევამდე ორი გოლიღა აკლია (მესის უფრო მეტი აქვს გატანილი), დისკვალიფიცირებულია.

ციდან მიწაზე დანარცხებულები
ზინედინ ზიდანის "რეალი" ცაში აიყვანეს და მერე მიწაზე დაანარცხეს. საამისოდ პრესას 4 დღეც ეყო. ფრანგის შეგირდებმა ჯერ 10 კაცით მოიგეს "კამპ ნოუზე" კლასიკო, მერე კი სრულიად მოულოდნელად, ვერაფერი დაუპირისპირეს "ვოლფსბურგს" და სამშაბათს შინ 0:2 აქვთ ამოსაქაჩი. მანამდე კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი", რომლის თამაშსაც მადრიდულმა პრესამ "ცუდი, ცუდი, ცუდი" უწოდა, "ეიბარს" მასპინძლობს.

ბასკები ფორმაში არ არიან და შარშანდელივით გავარდებოდნენ (შეგახსენებთ, რომ გუნდი "ელჩეს" დაქვეითებამ იხსნა), რომ არა სეზონის პირველ ნაწილში ბლომად დაგროვილი ქულები. ისე, ლა ლიგაში "ეიბარს" "რეალისთვის" ჯერ არათუ ქულა ვერ აურთმევია, გოლიც ვერ გაუტანია.

"ვოლფსბურგთან" დამტვრეული ქარიმ ბენზემა სერიოზულ ტრავმას კი გადაურჩა, მაგრამ "ეიბართან" მისი თამაში გამორიცხულია.

ემერი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
სანამ "ბარსას" საპასუხო მატჩში უმასპინძლებს, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ბარსელონას სტუმრობს, სადაც "ესპანიოლს" ლა ლიგაში 150-ე ეთამაშება. მადრიდელთა შეტევებს ფერნანდო ტორესი გაუძღვება, "ელ ნინიო" ოთხშაბათს "ბარსასთან" მატჩში გუნდს ვერაფრით დაეხმარება, რადგან დისკვალიფიცირებულია.

ასე რომ, ის "ესპანიოლთან" ბოლომდე დაიხარჯება. თუკი დიეგო სიმეონეს ჩემპიონობაზე ფიქრი სურს, ბარსელონაში ქულების დაკარგვა არ შეიძლება.

ტურის სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ მატჩს "მესტალიაზე", სადაც უნაი ემერი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ "სევილიას" ჩაიყვანს. "სევილიას" ევროპალიგაზე გადახდა ბატალიები ხუთშაბათს, "ვალენსიას" კი საქმე საშველად აქვს, გავარდნის საფრთხე არცთუ მცირეა.

32-ე ტურში ვიხილავთ ანდალუსიურ დერბის "გრანადასა" და "მალაგას" შორის, "დეპორტივოსა" და მოყოჩაღებული "ლას პალმასის" შეხვედრას. ამ მატჩს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდით, რომ არა ერთი ფაქტი - 40 წლის ხუან კარლოს ვალერონი "დეპორტივოს" ლეგენდაა და ახლა კარიერას მშობლიურ "ლას პალმასში" ამთავრებს.

"რიასორზე" ემოციური დამშვიდობება გველის ერთ დროს დიდებულ ნახევარმცველთან. და ეს იმის მიუხედავად, რომ ვალერონს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ ფეხბურთიდან მიდის!

ლა ლიგის ფაქტები XXXII ტურის წინ
* "ატლეტიკოს" ფრანგ ფორვარდ ანტუან გრიზმანს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს - ყველა შეჯიბრებაში 26 გოლი აქვს გატანილი.

* 31 ტურში ლა ლიგას ჯამში 11 089 649 მაყურებელი დაესწრო, რაც 3,5%-ით მეტია შარშანდელ შედეგთან.

* 31 ტურში 847 გოლი გავიდა. ფეხბურთელებმა სულ კარში 5 806-ჯერ დაარტყეს.

სერიები
მოგებები: რეალი - 5
წაუგებელი: რეალი - 5
მოუგებელი: ხეტაფე - 11
ფრეები: გრანადა - 3
წაგებები: ვალენსია - 4

პარასკევი. 8 აპრილი
გრანადა-მალაგა 22:30
დისკვალიფიკაცია: ფულკიე, რიკო - შარლესი
ტრავმა: პენიარანდა (?) - კამენი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=1-4, (11-18)

შაბათი. 9 აპრილი
რეალი-ეიბარი 18:00
დისკვალიფიკაცია: რამოსი - მაურო
ტრავმა: ვარანი (?) - ხიმენესი, ეკიზა (?), რადოშევიჩი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +3=0-0, (9-0)

ესპანიოლი-ატლეტიკო 20:15
დისკვალიფიკაცია: პერესი -
ტრავმა: ლოპესი (?), არბილია - ტიაგო, ხიმენესი (?), სავიჩი (?), ო. ტორესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 149 თამაში: +44=28-77, (202-290)

სოსიედადი-ბარსელონა 22:30
დისკვალიფიკაცია: ბერჩიჩე, ბერგარა - საუარესი
ტრავმა: მარტინესი, კანალესი, ელუსტონდო (?), აგირეჩე, ნავასი (?), ოლაზაბალი - ვიდალი, მატიო, რამირესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 137 თამაში: +31=30-76, (138-271)

ბეტისი-ლევანტე 00:05
დისკვალიფიკაცია: - ვერსა, ფედალი
ტრავმა: ვარგასი (?), მუსონდა (?), პიცინი - ხუანფრანი (?), ლოპესი, ტონიო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=4-5, (24-19)

კვირა. 10 აპრილი
სპორტინგი-სელტა 14:00
დისკვალიფიკაცია: ლორა -
ტრავმა: კანელია, ბარერა (?), პერესი (?), მენენდესი, ესპინოსა - დიასი, ფონტასი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 თამაში: +17=15-19, (67-71)

ვალენსია-სევილია 18:00
დისკვალიფიკაცია: - მარიანო, რეიესი
ტრავმა: კანსელო, ბაკალი, გაია, ჩერიშევი (?) - ანდრეოლი, კარიშო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 141 თამაში: +65=24-52, (238-190)

ვილიარეალი-ხეტაფე 20:15
დისკვალიფიკაცია: - ვერხინი
ტრავმა: ბონერა, მუსაჩო, სანტოსი (?) - ველასკესი, ვიგარაი (?), გოიტომი (?), სუარესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +11=4-6, (30-26)

ბილბაო-ვალეკანო 22:30
დისკვალიფიკაცია: - როდრიგესი, ტიტო
ტრავმა: ლაპორტი, მერინო - კობენიო, ტონიო, ებერტი, ხოსაბედი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +17=8-8, (65-42)

ორშაბათი. 11 აპრილი
დეპორტივო-ლას პალმასი 22:30
დისკვალიფიკაცია: ლუიზინიო, არიბასი - ხოსე
ტრავმა: ლუქსი, სუარესი, ფაბრისიო - ტანა (?), ვაკასო (?), ერნანი (?), ვარასი (?), კასტელიანო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +10=3-12, (29-34)

ბომბარდირები: 29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული