ეს საინტერესოა: ვინ მოიგონა ტიკი-ტაკა?

AutoSharing Option
რა ვიცით ტიკი-ტაკას თაობაზე? 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი მთელი შეხვედრის განმავლობაში უგორებდა ბურთს ტუნისს. ესპანელი კომენტატორი ანდრეს მონტესი ძალიან გახარებული იყო, "ფურია როხას" ამხელა უპირატესობა რომ ჰქონდა. მან პირდაპირ ეთერში თქვა: "ნახეთ, როგორ გორავს ბურთი, რამხელა სიამოვნებაა. ტიკი-ტაკა, ტიკი-ტაკა"...

რას წარმოიდგენდა კომენტატორი, რომ მისი ეს სიტყვა დაიპყრობდა მთელ საფეხბურთო მსოფლიოს და გახდებოდა სრულიად ახალი საფეხბურთო სტილის აღმნიშვნელი, რომელიც მოკლე გადაცემებით მოწინააღმდეგის დატერორებას გულისხმობს.

არადა, როგორც ირკვევა, ყველაფერი ახალი მართლაც კარგად დავიწყებული ძველია და ამ სიტყვას მაინცდამაინც მონტესთან ვერ გავაიგივებთ.

ყველაფერი დაიწყო 1994 წლის 5 დეკემბერს. მაშინ არგენტინელმა მწვრთნელმა ანხელ კაპამ პოპულარულ ესპანურ გაზეთ "ელ პაისში" მთელი ესე დაწერა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოკლე გადაცემებით გაუთავებლად აკონტროლო ბურთი და შეხვედრა შენთვის სასურველი შედეგით დაასრულო.

"დღევანდელ ცხოვრებაში მთავარია, პრაქტიკული იყო. სწორედ ასეთი ადამიანები აღწევენ გამარჯვებას. დღეს ბევრი პრიმიტიულ ფეხბურთს თამაშობს. მთელი ფილოსოფია იმაზეა დაფუძნებული, რომ ერთი ზონიდან მეორეში გადააგდონ ბურთი. ყველა კლასიანი გუნდის თამაში დაფუძნებული უნდა იყოს ბურთის კონტროლზე და ეს უნდა ხდებოდეს შეხებების მინიმალური რაოდენობით. ეს არის შესანიშნავი საშუალება, ერთდროულად მიანიჭო სიამოვნება გულშემატკივარს და ამავე დროს შედეგიც მიიღო."

მწვრთნელმა ტიკი-ტაკას თაობაზე კიდევ ბევრი რამ დაწერა. ესეს სათაურიც სწორედ ასე ერქვა - Tiki I toque.

ეს პუბლიკაცია რომ დაიბეჭდა, კაპა იმ დროს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ხორხე ვალდანოს ასისტენტი გახლდათ. იქამდე 10 წლით ადრე არგენტინელი სპეციალისტი "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში იყო, რომელსაც ლეგენდარული მენოტი ხელმძღვანელობდა.

"მაშინდელ "რეალში" არ იყო ის დიდი ფული, რომელიც დღესაა ამ გუნდში. ამან საშუალება მოგვცა, ნდობა გამოგვეცხადებინა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის. მათ შორის ერთ-ერთი რაული იყო." - თქვა მოგვიანებით კაპამ.

და რას ფიქრობს 69 წლის კაპა თანამედროვე ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე? მას ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს.

"ხომ ორივე გუნდში ვიმუშავე, მაგრამ როცა ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" ეთამაშებიან, ჩემი სიმპატიები კატალონიელთა მხარესაა. ეს იმიტომ, რომ "ბარსას" აქვს კონკრეტული სათამაშო სტილი. მე მტკიცედ მწამს, რომ ეს სტილი იარსებებს მანამ, სანამ იქნება "ბარსელონა." - მიიჩნევს ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი.

და რას ერჩის კაპა "რეალს"? გამოცდილ არგენტინელ მწვრთნელს არ მოსწონს ის, რომ "სამეფო კლუბი" ხშირად ცვლის ფეხბურთელებს და კიდევ უფრო ხშირად მწვრთნელებს.

"აუციულებლად უნდა გავაკრიტიკო "რეალის" ხელმძღვანელობის პოლიტიკა. როცა დიდი გუნდი გქვია, მეტი სტაბილურობა გჭირდება. სწორედ სტაბილურობაა იმის გარანტი, რომ შენ გქონდეს სტილი, რომელიც არავის აქვს - მხოლოდ შენეული, თვითმყოფადი." - ესეც კაპას სიტყვებია.

ახლა ისევ არგენტინელს მოვუსმინოთ. "თავის დროზე მე დიდი ნაშრომი გამოვაქვეყნე პრესაში, სადაც ფეხბურთში პრაქტიკულობის როლსა და მნიშვნელობაზე ვსაუბრობდი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ მოვლენები ასე განვითარდებოდა.

რა თქმა უნდა, პრაგმატიზმი ფეხბურთში აუცილებელია, მაგრამ დღეს, რაც ხდება, ამის მოთმინება და ატანა შეუძლებელია. ვუყურებ თამაშებს და ვხედავ, რომ ნებისმიერი გზით შედეგის მიღწევა წესად იქცა. სანახაობას აღარავინ დაეძებს.

ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, ფეხბურთს ზოგადად მოაკლდება მაყურებელი და ეს ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომ, დიდმა გუნდებმა თავისი სტილი არ უნდა დაკარგონ, მისი ერთგულნი უნდა იყვნენ.

ძალიან მწყდება გული, როცა "რეალი" თამაშობს კონტრშეტევებზე. ასეთი რამ მიმაჩნია მიუღებლად. ათწლეულების განმავლობაში გულშემატკივარი მიეჩვია მადრიდელთა დომინანტობას, ახლა კი ასეთი რამ ხდება...

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ შედეგი და ის უპირველეს ყოვლისა თამაშია, რომელმაც ჩვენ სიამოვნება უნდა მოგვიტანოს." - ამბობს კაპა.

რას ამბობს თანამედროვე "ბარსელონაზე" კაპა?

"ეს დიდებული გუნდია. რა თქმა უნდა, არის ჩავარდნები. ისინი ხომ ადამიანები არიან და არა რობოტები?!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
და ე.წ ტიკი-ტაკაში რა არის მოსაწონი? მე თუ მკითხავ ძალიან მძიმე და არასასიამოვნო საყურებელია.ავიღოთ თუნდაც მიუნხენის ბაიერნი,რა მოიგო გვარდიოლას მისვლით? პირიქით დაკარგა ის ნამდვილი გერმანული სტილი რაც იუპ ჰაინკესის ხელში ქონდა.ამაზე დიდხანს შეიძლება კამათი,მაგრამ ჩემი აზრით ვისაც ეგ სტილი მოსწონს ფეხბურთის გაგებაში არაა
Givi g
19:34 02-05-2016
0
amastan ertad mosapiqrebelia ragac iseti rac tamashs ar gaapuchebs..anu an msajebis mikerzoeba ama tu im gundis mimart,shecdomebi ki isinic adamianebi arian da ratwmsunda mouvat da am shecdomebis agmopxvra.penaltis dros undaxdebodes ragbis msgavsi ganmeoreba rom cru penalti ardaidos.an ragac msgavsi tanise rom tamashis msvlelobas romar gaapuchebs.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული