"ბილბაომ" პაოლო მალდინის სპეციალური ჯილდო გადასცა

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" ლეგენდა პაოლო მალდინი "ბილბაომ" სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

მალდინი ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში "სან-მამესის" ტრიბუნებზე იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ 36-ე ტურში "ბილბაომ" "სელტას" ანგარიშით 2:1 სძლია.

"ბილბაომ" იტალიელი "One Club Man Award"-ის პრემიით დააჯილდოვა. საქმე იმაშია, რომ ბასკური გუნდი აღნიშნულ ჯილდოს იმ ფეხბურთელებს გადასცემს ხოლმე, ვინც თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ერთ კლუბს ემსახურა. მალდინი მეორე იყო, ვინც ეს პრიზი მიიღო, მანამდე კი ის მეთ ლე ტისიეს გადაეცა.

მალდინიმ "მილანში" 24 წელი და 132 დღე გაატარა. ამ
ხნის მანძილზე იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 902 ოფიციალურ შეხვედრაში მან 33 გოლი გაიტანა, 5-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორსტმენის ეტალონი
levan
06 მაისი 2016 16:44
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული