"ვალენსიასთან" ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩი არბელოასთვის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლო იქნება.
ესპანელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" 2009 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში მან ესპანეთის ჩემპიონატი, ორი თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი მოიგო.
მიუხედავად "რეალიდან" წასვლისა არბელოამ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით