ეს სამშაბათის ჩვეულებრივ ვარჯიშზე მოხდა, პორტუგალიელს "რეალის" მეკარე კიკო კასილია შეეჯახა. თავიდან სერიოზული არაფერი ჩანდა, მაგრამ დაზარალებული კარგა ხანს ვერ წამოდგა და ისე ჩანდა, თითქოს, რონალდოსთვის ყველაფერი დასრულდა და ის ვერ შეძლებდა 28 მაისის ფინალისთვის გამოჯანმრთელებას, როდესაც მილანში "რეალი" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
თუმცა მერე თავად მადეირელმა განაცხადა, რომ საშიში არაფერია და ის ფინალში აუცილებლად ითამაშებს:
"თავიდან ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ორ დღეში ვარჯიშს
ეს ინციდენტი "რეალის" ორმხრივ მატჩში მოხდა (10/10-ზე), მედიის თვალწინ. კრიშტიანომ მარცხენა ფეხი დაიზიანა. მანამდე კი ერთმანეთს ალვარო არბელოა და დანილო შეასკდნენ.
ამ სეზონში რონალდომ "რეალის" მაისურით 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 52 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზეა აგრეთვე 11 საგოლე გადაცემა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"