შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკო" "რეალთან" სწორედ გაცუდებული პენალტის გამო დამარცხდა.
"მოგესალმებით, გულშემატკივრებო. კლუბს ვთხოვე, ჩემი წერილი გაესაჯაროებინა, რადგან თქვენთვის იმ ყველაფრის თქმა მსურს, რასაც ვგრძნობ.
არასდროს დამავიწყდება, თამაშის შემდეგ თქვენთან მოსული ბოდიშის მოსახდელად, როგორ სკანდირებდით ჩემს სახელს. ვხედავდი, რომ ჩემმა გაცუდებულმა პენალტმა "ატლეტიკოს" ათასობით გულშემატკივრის თვალზე ცრემლები გამოიწვია. ჩემთვის ამ ყველაფრის ხილვა რთული იყო...
ყველაზე მძიმე დროს თქვენი, ჩემი მეგობრების, გუნდელების, კლუბის ხელმძღვანელობის
"ატლეტიკო" განსაკუთრებულია და განსაკუთრებულები ხართ თქვენ. "ატლეტიკოს" ფეხბურთელის გული ნებისმიერ სხვისაზე მეტად სცემს!
მაპატიეთ. მიყვარხართ!", - ნათქვამია წერილში.
ასევე იხილეთ:
- ცრემლები წაგებული ფინალის შემდეგ [PHOTO]